ლეგომ ახალი ბოტანიკური კოლექცია გამოუშვა დიდებისთვის, რომელშიც მშვენიერ ხელოვნურ ყვავილებთან ერთად ბონსაის ჯუჯა ხეც შედის.

კოლექცია სულ 878 ნაწილისგან შედგება, მისი მფლობელი კი არამხოლოდ ყვავილების აშენებით დატკბება, მის "ჩასარგავად" ქოთნის აწყობასაც შეძლებს.

ტრადიციულად, ბონსაის ხეს ხის მაგიდაზე ათავსებენ, სწორედ ამიტომ მოჰყვება კოლექციას პატარა ყავისფერი 4-ფეხიანი დასადგამი, ხოლო ყვავილების ქოთნებში ციცქნა, ფერადი პლასტმასის ქვებია მოთავსებული.

რა თქმა უნდა, როცა სეზონი შეიცვლება, ლეგოს ბონსაის ხეებიც აყვავდებიან და თქვენს სახლში გაზაფხულს შემოიტანენ. ამისთვის სათამაშოს ცალკე მოჰყვება თეთრი და ვარდისფერი ლეგოები. კოლექცია ლეგოს საიტზე იყიდება და მისი ფასი $49-ია.

ლეგოს 756-ნაწილიანი ყვავილების თაიგულის კოლექციაც აქვს.

ფოტო: LEGO

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.