ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მმართველ პარტიაში, გია ვოლსკის გარდა, სხვა პოლიტიკოსს ვერ ხედავს. ფორმულას ეთერში, მელიამ განაცხადა, რომ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, დღეს, ოპოზიციაშია თავმოყრილი.

"მთელი პოლიტიკური კლასი დღეს, მოსწონს საზოგადოების ნაწილს, არ მოსწონს, ან, დიდ ნაწილს არ მოსწონს, არის ოპოზიციურ სპექტრში. მე ვერ ვხედავ უბრალოდ პოლიტიკოსს, ალალად, ვერ ვხედავ, აი, მითხარით, ვინ? ბატონი ვოლსკი? კი ბატონო, გარბენი აქვს ცხოვრებისეული, შეიძლება, კი ბატონო, ბატონი ვოლსკი იყოს პოლიტიკოსი, რაღაცნაირად. მერე რა, რომ ბევრისთვის მიუღებელია, ბევრისთვის მისაღებია, ალბათ. მეტს ვერ ვხედავ უბრალოდ. რა გითხრათ?! ბატონი ვოლსკის ამარა თუ იქნები, მე ვფიქრობ, ძაან გაგიჭირდება", — განაცხადა ნიკა.

გია ვოლსკი ქართულ ოცნებას 2012 წლიდან წარმოადგენს. იგი იყო მე-8, მე-9 და არის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრიც.