ეპილეფსია და დეპრესია: რას გვასწავლის იენ კერტისის ისტორია
რაშიდ მანი პროფესიით ექიმია, თუმცა ის ხანდახან სხვადასხვა გამოცემისთვის თავისი სპეციალობიდან გამომდინარე ინფორმაციულ სტატიებსაც წერს. მანი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ბიოქიმიასა და ფსიქოლოგიას შეისწავლიდა, ამავდროულად კი ფსიქიატრიულ კლინიკაში ასისტენტად მუშაობდა. ქვემოთ მოცემულ სტატიაში ეს ახალგაზრდა მკვლევარი თავის ცოდნას გვიზიარებს ისეთი რთული დაავადებების თანხვედრის შესახებ, როგორებიც ეპილეფსია და დეპრესიაა.
ყოველთვის, როცა ეპილეფსიაზე ვფიქრობ, პირველი ადამიანი, რომელიც მახსენდება, იენ კერტისია — ცნობილი ინგლისური პოსტპანკ ჯგუფის Joy Division ყოფილი წამყვანი ვოკალისტი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ Unknown Pleasures, უდავოდ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკალური ალბომია, რომელსაც ხშირად ვუსმენ სწავლის დროს ან გამოცდის წინ მოსადუნებლად და მაშინაც კი ვუსმენდი, როცა უნივერსიტეტში სწავლის პირველ წელს ანატომიის ლაბორატორიაში პირველად მომიწია სხეულის გაკვეთაზე მუშაობა.
რამდენადაც გასაოცარი იყო Joy Division (რომლის წევრებმაც მოგვიანებით ახალი ჯგუფი New Order შექმნეს), იმდენად დიდ გავლენას ახდენდა მასზე მთავარი ვოკალისტის რთული ცხოვრება: იენ კერტისი ეპილეფსიის მძიმე ფორმით და დეპრესიით იტანჯებოდა, სიცოცხლე კი ძალიან ახალგაზრდა ასაკში, ოცდასამი წლისამ თვითმკვლელობით დაასრულა – ზუსტად ორი წლის შემდეგ, როცა საკუთარი ეპილეფსიის დიაგნოზის შესახებ გაიგო. ამ ორი წლის განმავლობაში მან არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, განიცდიდა ხასიათის რადიკალურ ცვლილებებს, ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების გამო ემოციური სიცარიელით იტანჯებოდა და იმდენად მძიმე შეტევები ჰქონდა, რომ საკუთარი პატარა შვილის ხელში აყვანაც კი არ შეეძლო ხოლმე. სწორედ ეს გარემოებები მის მენტალურ ჯანმრთელობაზე დამანგრეველად მოქმედებდა, რამაც ის 1980 წელს ტრაგიკულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
კვლევების თანახმად, მხოლოდ ამერიკაში სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ეპილეფსიის დიაგნოზით და ამ ჯგუფში თვითმკვლელობის რისკი ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა შემთხვევებში. უფრო მეტიც: არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ეპილეფსიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში დეპრესია დიდ როლს თამაშობს, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი პაციენტების მკურნალობისას მენტალური ჯანმრთელობა კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული.
ცხადია, იენ კერტისის დროს ამ საკითხს უფრო არ ექცეოდა ყურადღება, ვიდრე ახლა, თუმცა ეს დამოკიდებულება დღემდე გავრცელებულ პრობლემად რჩება: მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, ეპილეფსიის მძიმე შეტევების მქონე პაციენტებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროებათ, რადგან ამ ადამიანთა ჯგუფში უჩვეულოდ მაღალია თვითმკვლელობის რისკი, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგი კვლავაც არ ითვლება ხოლმე პრიორიტეტად.
ეპილეფსიის მქონე პაციენტების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები
ადამიანებს, რომლებსაც ეპილეფსიის დიაგნოზი დაუდგინდებათ, თავდაპირველად სტანჯავთ შეგრძნება, რომ მათ დამოუკიდებლობა დაკარგეს. მაგალითად, თუნდაც იმის შესაძლებლობა, რომ ავტომობილი მართონ. ასევე რთული გადასალახია ისიც, რომ დასაქმების სფეროში მუდმივ დაბრკოლებებს გადააწყდები: ერთხელ გამანადგურა იმ ინფორმაციის გაგებამ, თუ როგორ დაუდგინდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს ეპილეფსია და ქირურგად გახდომის ოცნებას სამუდამოდ დაემშვიდობა. ეს ყველაფერი მათი ისედაც გართულებული მდგომარეობისგან გამოწვეულ სტრესს ემატება, რაც საბოლოოდ მენტალურ ჯანმრთელობას წარმოუდგენლად აზიანებს.
ასეთ დროს გიპყრობს შეგრძნება, რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ, როგორც ეს Joy Division-ის სიმღერაშია She’s Lost Control (მან კონტროლი დაკარგა). იენ კერტისმა ეს სიმღერა დაწერა ქალზე, რომელსაც პირადად იცნობდა: მას ასევე ეპილეფსია სტანჯავდა და სასოწარკვეთილი ცდილობდა, რომ სამსახური ეპოვა.
ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებში მენტალური ჯანმრთელობის მართვის საჭიროება
იმასთან ერთად, რომ თავად ეპილეფსიის დიაგნოზს სჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა, ამავდროულად, აუცილებელია, პაციენტებში ფსიქოსოციალური ელემენტების გათვალისწინებაც და საჭიროების შემთხვევაში, მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობის აქტიურად ჩართვაც. ეპილეფსიის მქონე პაციენტებს ხშირად ჯანმრთელობის დამაზიანებელი ისეთი ჩვევებიც უვითარდებათ, როგორებიცაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება. თუმცა ასეთ დროსაც კი სათანადო მიდგომა მდგომარეობის გამწვავების თავიდან არიდებაში გვეხმარება: კვლევები ცხადყოფს, რომ შესაფერისი თერაპიის შემდეგ პაციენტებში დეპრესიის, შფოთვის, ხასიათის ცვლილების, შეტევების სიმძიმე შემცირდა და ცხოვრების ზოგადი ხარისხი გაუმჯობესდა.
დეპრესია და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ეპილეფსიის თანმდევი ნაწილია, რომელსაც ყურადღების მიქცევა და მართვა სჭირდება. იენ კერტისის ისტორია მხოლოდ ერთი გახმაურებული შემთხვევაა, რომელიც ამის აუცილებლობას ადასტურებს. ჩვენ გარშემო კი კიდევ უამრავი ადამიანია, რომელსაც უფრო მძიმე სოციოეკონომიკურ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება და იმავე დიაგნოზით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება. ამის გამო, იენ კერტისის მსგავსად, ბევრი პაციენტი იმ საფრთხის წინაშეა, რომ დეპრესიის, ანდა სხვა გამწვავებული ფსიქიკური მდგომარეობის მხრებით ტარება ვეღარ შეძლოს. ამიტომაც, აუცილებელია, მსგავს პაციენტებთან სხვადასხვა კუთხით მუშაობა, რათა მათ მაქსიმალურად მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ტკბობა შეძლონ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები