20 ცუდი კომპლიმენტი, რომელიც კომპლიმენტი სულაც არ არის
ითვლება, რომ კომპლიმენტები გულუხვად უნდა გასცე და ასეთივე მოლოდინით მიიღო სხვებისგან, ამიტომაც ადამიანები ხშირად ერთმანეთის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ხასიათის თვისებებსა თუ ცხოვრების წესზე ერთი შეხედვით დადებითი შეფასებების ღიად დაფიქსირებას არ ერიდებიან.
როგორც წესი, შენი მისამართით გამოთქმული კომპლიმენტი უნდა გიხაროდეს და მადლიერიც უნდა რჩებოდე, თუმცა არც ისე იშვიათად მსგავსი კომენტარები სინამდვილეში სულ სხვა სათქმელს გამოხატავს. ასეთ დროს თავი შეიძლება იმით დაიმშვიდო, რომ მის ავტორს ეს განზრახ არ ჩაუფიქრებია, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის ამის დაჯერება რთულია.
1. "კაცივით აზროვნებ"
"ანუ სულ სექსზე, ჭამასა და ძალადობაზე ვფიქრობ?" — ასეთივე სტრეოტიპული პასუხი უნდა დაუბრუნო ამ დროს უკან.
2. "როგორ გალამაზებულხარ"
და აქამდე რას მიწუნებდი?
3. "დღეს რა კარგად გამოიყურები"
ბოდიში, წინა დღეებში თუ შენს თვალს წყალი ვერ დავალევინე.
4. "შენს წონას კარგად იხდენ"
სიურპრიზი: განსხვავებული წონის მქონე ადამიანებიც შეიძლება კარგად გამოიყურებოდნენ, მეტიც, თვითონ იყვნენ საკუთარი სხეულის ფორმებით კმაყოფილი და ამისთვის განსაკუთრებული შელოცვები ხანდახან სულაც არ არის საჭირო.
5. "რა ლამაზი ხარ, ქმარი / ცოლი გაკლია მხოლოდ"
მადლობა, ჩემო ოჯახის დაგეგმარების ექსპერტო, რომელსაც როდის ვკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური აზრის გამოთქმა, რატომღაც არ მახსენდება.
6. "მაკიაჟი ხშირად უნდა ატარო"
სხვანაირად თვალს ვერ მისწორებ, თუ რაშია საქმე?
7. "ამ ფოტოში რა კარგად ხარ, რა ეფექტი ადევს?"
არა, კაცო, ერთი ეფექტი რას მეყოფოდა, ფოტოშოპიც ჩავრთე საქმეში, თორემ აბა ისე რა მეშველებოდა.
8. "წონაში მომატება როგორ მოგიხდა"
მადლობა, რომ ჩემი წონის ცვლილებას ასე ყურადღებით აკვირდები.
9. "ეგ ჯინსი (პირობითად) როგორ გახდუნებს"
გავითვალისწინებ და სულ ეს მეცმევა.
10. "რა ლამაზი სახე გაქვს"
ჩემს ნიკაპს ქვემოთ რა გაწუხებს, ბარემ ყველაფერი დეტალურად ჩამოგეთვალა.
11. "ეს სტილი როგორ გიხდება"
"ძლივს კაცს / ქალს არ დაემსგავსე!"
12. "ლამაზთან ერთად ჭკვიანიც ყოფილხარ"
ალბათ, საკმარისად ჭკვიანი მაინც ვერა, შენ გვერდით რომ აღმოვჩნდი.
13. "რა მაგარია, ამდენს რომ ჭამ და არ სუქდები!"
ლუკმებსაც მითვლი?
14. "ბოლო დროს კარგად მუშაობ"
მადლობა, ბოს, რომ მაგრძნობინე, აქამდე ჩემთვის ხელფასის გადახდას რომ ძალიან ნანობდი.
15. "უი, ასე ახალგაზრდა ასაკში ამხელა მიღწევები? მაგარია"
არა, მამაჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრი არ არის, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.
16. "გეის საერთოდ არ ჰგავხარ"
უნდა გაუხარდეს ეს ადამიანს თუ ეწყინოს? ყველა გეი ერთმანეთს ჰგავს? მე რა დამაკლდა, რომ შენთვის საკმარისად გეი ვყოფილიყავი? კი, კიდევ მილიონნაირად შეიძლება ამ ბრძნული მოსაზრების გაანალიზება.
17. "უი, ამ ჯგუფს შენც უსმენ? ყოჩაღ!"
კი, სამწუხაროდ, YouTube-ზე ამ ვიდეოკლიპის ყველა ნახვა შენ არ გეკუთვნის.
18. ან კიდევ მსგავსი გაოცებული ტონით ნათქვამი: "ეს წიგნი შენც წაკითხული გაქვს? არ ველოდი!"
შესაძლოა, რომ დავიბადე, შენსავით ხელში ჯეიმზ ჯოისის ულისე არ მეჭირა, მაგრამ კი, ეს წიგნი მეც წაკითხული მაქვს.
19. "რა კარგი მზარეული ხარ, შენს ცოლს / ქმარს გაუმართლა"
მადლობა, რომ ჩემს ამ ქვეყნად მოვლინებას რაღაც გამართლება მოუძებნე!
20. "აქცენტი საერთოდ არ გეტყობა / თბილისელი მეგონე"
უნდა ვიამაყო ამით?
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები