ბერნი სანდერსმა დღევანდელ ინაუგურაციაზე კიდევ ერთხელ უყურა, როგორ გახდა პრეზიდენტი მისი კონკურენტი, თუმცა ამჯერად დემოკრატთა პარტიიდან.

ბევრმა შენიშნა, რომ სანდერსს ბაიდენის ინაუგურაციაზე ის ქურთუკი ეცვა, რომელიც ცნობილი მიმის დროს — მასში სანდერსი წინასაარჩევნოდ დონორებს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს.

ბერნი სანდერსი ინაუგურაციაზე

ფოტო: Brendan Smialowski / AFP / Getty Images

ხოლო ხელთათმანები, რომელმაც ასევე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება, სანდერსს 2 წლის წინ აჩუქა მასწავლებელმა. ის გადამუშავებული და ხელმეორედ გამოყენებული შალის ძაფისგანაა მოქსოვილი და სანდერსი მათ ხშირად ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

თუმცა, ჩაცმულობის გარდა, სოციალურად დისტანცირებულმა სანდერსმა გულთბილი გამოხმაურება ამ პოზისა და განწყობის გამოც დაიმსახურა.

როგორ მოვირგოთ ბერნი სანდერსის "ლუქი"

ნუთუ იგივე ქურთუკი აცვია, რაც იმ მიმში?

ყველა: ინაუგურაციაზე ნაცრისფერ, შავ მანტოს იცვამს

ბერნი სანდერსი: ეს ჩემი საყვარელი ქურთუკი მათბობს, ამას ვიცვამ

მინდა მიშელ ობამა ვიყო, მაგრამ სანდერსი ვარ

ეს გამომეტყველებაა მიზეზი, რომ ჩემს გულში ბერნი სანდერსისთვის ადგილი მუდამ მქონდეს

ზუსტად ასე გამოიყურება

ინაუგურაციიდან მოდის სიახლეებს რომ გააშუქებთ, ბერნი სანდერსი არ გამოტოვოთ

თუ გახსოვთ, სანდერსი 2020 წლის შემაჯამებელ მიმებში ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამ გამომეტყველებით კი აუცილებლად მოხსნის საკუთარი წინა მიმის რეკორდს 2021 წლის შეჯამებებში. მისი წარმატების ფორმულად კი შეგვიძლია ეს ქურთუკი მივიჩნიოთ.