აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფიცის დადების შემდეგ პირველი სიტყვა წარმოთქვა. კაპიტოლიუმის კიბეებიდან მან ერთობაზე, მომავალზე და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა. დღე ისტორიისა და იმედისა, განახლებისა და გაბედულებისა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის გამარჯვებას, არამედ დემოკრატიის საფუძვლის გამარჯვებას. ხალხი და ხალხის ნება გაგონილ იქნა და ხალხის ნება აღქმულ იქნა.

ჩვენ კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ დემოკრატია ძვირფასია და ამ წამს დემოკრატია აღზევდა. ამ მიწაზე, სადაც სულ რაღაც რამდენიმე დღის ძინ ძალადობამ კაპიტოლიუმის საფუძვლების შერყევა სცადა, ჩვენ გავერთიანდით, როგორც განუყოფელი ერი, რათა მშვიდობიანად გადაგვეცა ხელისუფლება, როგორც ამას ორასი წლის განმვალობაში ვაკეთებდით", — განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა გაიხსენა თავისი წინამორბედები და მადლობა გადაუხადა მათ. როგორც მან აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში ამერიკამ დიდი გზა გაიარა და კიდევ დიდი გზა ელის წინ:

"ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ბევრი აღსადგენი და მისაღები. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არც ისე ბევრი ადამიანი ყოფილა ისეთი გამოწვევის წინაშე და ცუდ დროში, როგორშიც ჩვენ ვართ ახლა. ვირუსმა ერთ წელში იმდენივე სიცოცხლე წაიღო, რამდენიც მეორე მსოფლიო ომის დროს".

ბაიდენმა ინაუგურაციაზე ისაუბრა პანდემიის დროს დაკარგულ სამუშაო ადგილებსა და დახურულ წარმოებებზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში პოლიტიკური ექსტრემიზმისა და შიდა ტერორიზმის ზრდას და აღნიშნა, რომ ამას უნდა შეებრძოლონ.

"ამ პრობლემების დასაძლევად და ამერიკის სულის გადასარჩენად, საჭიროა გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ სიტყვები. ამისთვის საჭიროა ერთიანობა. 1863 წლის იანვარში, ახალი წლის დღეს ლინკოლმა ხელი მოაწერა თავისუფლების პროკლამაციას. ქაღალდზე ბუმბულის მიდებით, პრეზიდენტმა თქვა და მე მას ვციტირებ: "თუ ჩემი სახელი ოდესმე ისტორიაში შევა, ეს ამ აქტისთვის იქნება და მთელი ჩემი სული ამაშია".

მთელი ჩემი სული ამაშია — ამერიკის გაერთიანებაში, ხალხის გაერთიანებაში. და მე ვთხოვ ყველა ამერიკელს, შემომიერთდეს, გავერთიანდეთ, რათა შევებრძოლოთ მტერს, რომელსაც ვაწყდებით — სიბრაზეს, ძალადობას, უმუშევრობასა და უიმედობის წინაშე.

ერთიანობით საოცარი საქმეების გაკეთება შეგვიძლია, მნიშვნელოვანი საქმეების.
ჩვენ შეგვიძლია, გამოვასწოროთ შეცდომები, ხალხი ვამუშაოთ კარგ სამსახურებში, შეგვიძლია, ჩვენს შვილებს ვასწავლოთ უსაფრთხო სკოლებში. შეგვიძლია, დავამარცხოთ მკვლელი ვირუსი. [...]

ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს არაცივილური ომი, სადაც წითელი ებრძვის ლურჯს, ქალაქი სოფელს, კონსერვატორი ლიბერალს. ჩვენ ამას შევძლებთ, თუ გავხსნით გულებს, გამოვიჩენთ მოთმინებას და მზაობას გამოვიჩენთ, სხვის ადგილზე დავდგეთ.

ამაშია ცხოვრების არსი. შეუძლებელია იმის გაგება, რა მოგივა. ხანდახან საჭიროა დახმარება. არის სხვა დღეებიც, როცა ჩვენ გვთხოვენ დახმარების ხელი გავუწოდოთ. და თუ ჩვენ ასეთები ვიქნებით, ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული და მომავლისთვის უფრო მომზადებული იქნება [...]

ახლა დრო მოვიდა გამოვიჩინოთ სიმამაცე, რადგან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. და მე ამის პირობას ვდებ. ჩვენზე, თქვენზე, ჩემზე იმის მიხედვით იმსჯელებენ, როგორც ვაგვარებთ ჩვენი ეპოქის კრიზისებს. ჩვენ სიმაღლეზე ვიქნებით. შევძლებთ თუ არა გავუმკლავდეთ ამ რთულ დროს, ჩვენზე აღებულ პასუხისმგებლობებსა და ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი გადავცეთ? მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. და როდესაც ამას გავაკეთებთ, აშშ-ს ისტორიაში შემდეგ დიდ თავს დავწერთ. [...]

ისტორია, რომელიც შეიძლება ჟღერდეს, როგორც სიმღერა და ბევრს ნიშნავს ჩემთვის, არის ამერიკის ჰიმნი. და იქ არის მონაკვეთი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია:

"საუკუნეების ლოცვამ და მუშაობამ მოგვიყვანა ამ დღემდე. რა იქნება ჩვენი მემკვიდრეობა და რას იტყვიან ჩვენი შვილები? დაე, ვიცოდე გულის სიღრმეში, როდესაც ჩემი დღეები დასრულდება. ამერიკა, ამერიკა, შენ მოგეცი საუკეთესო, რაც გამაჩნდა". [...]

ჩემო თანამოქალაქეებო, ვასრულებ იმით, რითაც დავიწყე — ფიცით. ღმერთის წინაშე სიტყვას გაძლევთ, დავიცავ კონსტიტუციას, დავიცავ ჩვენს დემოკრატიას.

დავიცავ ამერიკას, თქვენს სამსახურში ვიქნები. ვიფიქრებ არა ძალაუფლებაზე, არამედ შესაძლებლობებზე. არა საკუთარ ინტერესებზე, არამედ საზოგადოებაზე.

ერთად ჩვენ დავწერ იმედის და არა შიშის ამერიკას. ერთიანობისა და არა გაყოფისა, სინათლისა და არა სიბნელისა. დავწერთ ისტორიას თავაზიანობისა და ღირსებისა, სიყვარულისა, დიდებულებისა და სიკეთისა. დაე, იყოს ისტორია, რომელიც წინ გაგვიძღვება და მოუყვება მომავალ თაობას, რომ ვუპასუხეთ ისტორიის ძახილს. დემოკრატია და იმედი, სიმართლე და სამართლიანობა არ მომკვდარა ჩვენს ხელში, არამედ აყვავდა.

ამერიკამ დაიცვა თავისუფლება სახლში და კვლავ იქცა მსოფლიოს შუქურად. ეს ისაა, რის გამოც მოვალენი ვართ ჩვენი წინაპრების მიმართ, ერთმანეთის მიმართ და მომავალი თაობების მიმართ", — განაცხადა ჯო ბაიდენმა.