სტრასბურგის გადაწყვეტილებას კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად გამოვიყენებთ — ახვლედიანი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ისტორიულია. ახვლედიანის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაზე საქართველოს გამარჯვებას წარმოადგენს.
"ეს [გამარჯვება] მნიშვნელოვანწილად 2013 წლიდან საქართველო ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით იქნა განპირობებული. პირველად საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს", — აცხადებს თეა ახვლედიანი.
მისივე თქმით, ეს კი შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ისეთ უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, მიმოსვლისა და საკუთრების უფლება, სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას ეკისრება.
"რუსეთის ფედერაცია, ასევე, პასუხისმგებელია იმაზეც, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება დღემდე არ ეძლევათ. ბუნებრივია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა შემდგომშიც ინტენსიურად დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები უზრუნველვყოთ", — განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის საქმეზე დღეს, 21 იანვარს გახდა ცნობილი. დიდმა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა.
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა.
სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება 17 მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც არ საჩივრდება.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:
- სიცოცხლის უფლება;
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
- საკუთრების დაცვა;
- განათლების უფლება;
- მიმოსვლის თავისუფლება.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები