ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლეს საშუალება ექნებათ სახელმწიფოს დაფინანსებით დატესტონ თავიანთი თანამშრომლები კორონავირუსზე. ამისთვის ისინი სპეციალურ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.

"დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, ანუ, ბიზნესისთვის უფასოდ, 1-ელ მარტამდე, გატესტონ თავისი თანამშრომლები, ტესტირების პროტოკოლის შესაბამისად", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სავაჭრო ობიექტები ვალდებული იქნებიან თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა გატესტონ 2 კვირაში ერთხელ:

  • ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომლთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
  • ვების ობიექტებისთვის ვალდებული იქნებიან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50%-ის ტესტირება;

აღსანიშნავია, ორ კვირაში ერთხელ დაიტესტებიან სკოლის მასწალებლებიც და მათ ტესტირებასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტებისა და რისკ-ჯგუფების უფასო ტესტირებაც.

გაიგეთ მეტი: