შეზღუდვების გასაპროტესტებლად რამდენიმე აქცია დაიგეგმა — რას ითხოვს მოსახლეობა
არსებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად თბილისსა და ბათუმში რამდენიმე აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორი მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას; ბაღების, სკოლებისა და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ.
"დასრულდეს მონობა" — რეფორმერფიტნესის აქცია
ფიტნესცენტრ რეფორმერფიტნესის გუნდი, რომელიც შეზღუდვების დარღვევის გამო დააჯარიმეს და დალუქეს, ეკონომიკური აქტივობების დაუყოვნებლივ აღდგენას, არსებული შეზღუდვების სრულად გაუქმებას ითხოვს. აქცია ბათუმში, 23 იანვარსაა დაგეგმილი.
"რეფორმერ-ფიტნესის გუნდს გვჯერა და გვწამს, რომ მხოლოდ თავისუფალ, პასუხისმგებლიან ადამიანებს ძალუძთ უკეთესი სამყაროს შექმნა, პატივს ვცემთ საკუთარ თავს, გვაქვს თავმოყვარეობა და არ ვაპირებთ შევეგუოთ მონობას. კბილებით დავიცავთ ჩვენს პიროვნულ თავისუფლებას, საკუთრებას და უფლებას ვიზრუნოთ საკუთარ ოჯახებზე. [...]
ეს არ იქნება ტრადიციული აქცია გაცვეთილი, ტრაფარეტული შეძახილებითა და პოლიტიკური დღისწესრიგით, ეს იქნება პასუხისმგებლიანი, მამაცი ადამიანების, ვისთვისაც მიუღებელია მონობა და თვლიან, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თვითონ არიან, გულწრფელი პროტესტი", — აცხადებენ ისინი.
"მშობლები ვითხოვთ გეგმას!" — აქცია მზიურში
კვირას, 24 იანვარს მშობლები მზიურში შეკრებას და სკოლებისა და ბაღების არგახსნის გაპროტესტებას აპირებენ. ისინი ითხოვენ გეგმას, რომელიც მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს ბავშვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა.
"მშობლებს გააზრებული გვაქვს პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას, მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა, ვეყრდნობით რა UNICEF-სა და სპეციალისტების დასკვნებს, მიუღებლად მიგვაჩნია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით, ნათელი და თანმიმდევრული გეგმის გარეშე დახურვა", — აცხადებენ ისინი.
პოლიტიკოსების აქცია
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ 24 იანვარს საპროტესტო აქციას გეგმავენ. მისი თქმით, იდეა რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად მოუვიდა და განიხილავენ, რა ფორმით ჩაივლის პროტესტი.
ჯაფარიძე აღნიშნავს რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გამოხატოს პროტესტი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს.
"შეიძლება შენ დღეს არ დაგიკარგავს სამსახური და რაღაცა შემოსავალი გაქვს, მაგრამ რო შეგიმცირა, უნდა იცოდე, იმის გამო შეგიმცირა, რომ სხვებს დედა ეტირა ყველას და ფული აღარ არის. უნდა გამოხვიდე და შენც უნდა გააპროტესტო. [...]
უნდა გამოვიდნენ, ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდნენ. თუ არ გამოვიდნენ [საკმარისი რაოდენობის ადამიანები], მაშინ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთო, თუ არ გამოვლენ, კიდევ ერთხელ უნდა გააკეთო. უნდა ელაპარაკო და გააგებინო ადამიანებს, რომ, საბოლოო ჯამში, მათზე არის დამოკიდებული", — განაცხადა მან.
24 იანვარს ზურაბ ჯაფარიძემ დააზუსტა, რომ აქცია 25 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან 14:00 საათზე გაიმართება. გარდა ამისა, ის მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც კანცელარიასთან მისვლა არ შეუძლიათ, თავიანთი უბნების ცენტრალურ გამზირებზე გააპროტესტო.
"აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა! გაუქმდეს კომენდანტის საათი!" — ახალგაზრდა მწვანეების აქცია
ახალგაზრდა მწვანეები აქციას ორშაბათს, 25 იანვარს გეგმავენ. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია და გაურკვეველია საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია და მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნებადართული გახდა.
"ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს ეს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავტომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა", — აცხადებენ ისინი.
მათი თქმით, ასევე, საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც ართულებს კომენდანტის საათი.
"მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის! მწვანეები მოვითხოვთ, რომ აღდგეს საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან!" — აცხადებენ ისინი.
საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა მათი დიდი ნაწილი დატოვა. შეზღუდვების სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით იხსნება.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები