ჰარი პოტერი და მშვიდობის ხიდი — ანუ როგორ აღმოჩნდა თბილისის სიმბოლო ცნობილი წიგნის ყდაზე
არა, ჰარი პოტერის ახალ წიგნში მოქმედება საქართველოში არ ხდება.
თუმცა, ბევრი ქართველი პოტერჰედის ოცნება, რომ საკულტო საგაში საქართველოც გამოჩენილიყო რაიმე ფორმით, როგორც იქნა, ასრულდა. პოტერიადის სერიაში გამოჩნდა საფრანგეთი, ირლანდია, რუმინეთი, ბულგარეთი და ალბანეთიც კი, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო ვერც დრაკონების შესასწავლად გამოდგა კარგი ადგილი და ვერც — ვოლდემორის დასამალავად.
მიუხედავად ამისა, ბესტსელერი საგის იტალიური გამოცემის ახალ ყდებზე ნაცნობ ფიგურას ვხვდებით. სერიის დასკვნითი წიგნის, ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების ყდაზე ჩანს ხიდი, რომელიც, რაღა დაგიმალოთ, ძალიან ჰგავს ბევრის მიერ მიჩნეულ თბილისის სიმბოლოს — მშვიდობის ხიდს.
ეს ყველაფერი დამთხვევად, ან, უბრალოდ, ყდის დიზაინერის საქართველოთი გატაცებად ჩაითვლებოდა, რომ არა ერთი საინტერესო გარემოება — მშვიდობის ხიდის და სიკვდილის საჩუქრების იტალიური გამოცემის გარეკანის უკან ერთი და იგივე ხელოვანი, მიკელე დე ლუკი დგას.
როგორც იტალიური გამოცემა, Sky იუწყება, ბოლო წლების განმავლობაში ჰარი პოტერის არაერთი გამოცემა დაიბეჭდა, თუმცა ყდის ილუსტრაციებზე ჯადოსნური სამყაროს არქიტექტურაზე ყურადღება არასდროს გამახვილებულა. სწორედ ეს გახდა ამოსავალი წერილი გამომცემლობა Salani-სთვის, ეთანამშრომლა მსოფლიოში აღიარებულ არქიტექტორთან და მის სტუდიასთან, AMDL CIRCLE.
შვიდივე წიგნის ყდაზე თანამედროვე ხედვით გაცოცხლდა როულინგის შექმნილი სამყაროს ზღაპრული არქიტექტურა. ამასთან, დიზაინერის თქმით, წიგნიდან წიგნში ამბის და პერსონაჟების განვითარებასთან ერთად იცვლება ყდის სტილიც.
"წარმოსახვას წარმოსახვა აცოცხლებს", — ამბობს მიკელე დე ლუკი, — "ხედვას აცოცხლებს ხედვა. ჩვენი წარმოსახვა ტრანსფორმაციის პროცესია, როცა ხედვა შეთანხმებულად, თუმცა არა თანამიმდევრულად, იცვლება. ჰარი პოტერის ყდების შექმნისას მე და ჩემმა სტუდიამ ყველაზე მეტად გამორჩეული არქიტექტურული ელემენტები ამოვკრიბეთ, რათა მკითხველის წარმოსახვაში სამყაროს დიდებულება ისეთი სცენარით გაგვეცოცხლებინა, როგორიც აქამდე არ გინახავთ. ფენტეზის ჟანრის თანამედროვე არქიტექტურასთან შერწყმით მივიღეთ შედეგი. ეს შედეგი კი ჰარი პოტერის ჩვენეულ აღქმასა და კოლექტიურ აღქმას შორის გადებული ხიდია".
ჰარი პოტერის ახალი იტალიური გამოცემის ყდები.
ფოტო: Salani Editore
ჰარი პოტერის საგა გამოცემიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგაც კი ყველაზე გაყიდვად წიგნების სერიად რჩება. 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მისი ნახევარ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და თარგმნილია 87 ენაზე, მათ შორის ორ მკვდარ ენაზე — ლათინურსა და ძველბერძნულზე.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები