გლდანის #8 და ქსნის #15 დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების 78 შემთხვევა დაფიქსირდა
იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ტესტირების შედეგად გლდანის #8 და ქსნის #15 დაწესებულებაში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, გლდანში 38, ქსანში კი 40.
მინისტრის ინფორმაციით, გლდანში ინფიცირებული 38 პატიმრიდან, 30 უსიმპტომოა და ისინი, ისევე, როგორც მათი კონტაქტები საკარანტინე სივრცეში არიან. დანარჩენი 8 კი სიმპტომების გამოვლენის გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.
"მათ ყოველდღიურად, როგორც ადრე არაერთხელ განგვიცხადებია, უტარდებათ მუდმივი კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც სამედიცინო პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მონიტორინგის ქვეშ არიან, ეს არის თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი. ამას ემატება 72 საათში ანტიგენით ტესტირება და შემდეგ ისევ განმეორებით PCR ტესტირება", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება #15 დაწესებულებას ქსანში, მინისტრის თქმით, გააკეთეს 1 735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. მისივე თქმით, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება.
"აღსანიშნავია, ეს 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო პაციენტები, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო. ისინი იზოლირებული არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენისაგან და მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან", — განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, ინტენსიური ტესტირება ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში, სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში დადასტურდა 113 შემთხვევა. მისივე თქმით, სისტემაში სულ 9 000-ზე მეტი მსჯავრდებულია და ტესტირების პროცესი იანვრის ბოლომდე დასრულდება.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები