რა არის გლოსოფობია და როგორ უნდა გაუმკლავდე მას
პირველ რიგში, რისი ცოდნაც გჭირდება ისაა, რომ გლოსოფობია სახიფათო დაავადება ან ქრონიკული მდგომარეობა არაა. ეს უბრალოდ სამედიცინო ტერმინია, რომელიც საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიშს აღნიშნავს.
გლოსოფობიის მქონე ადამიანები სხვადასხვა ჯგუფის წინ საუბრისას დისკომფორტს და შფოთვას განიცდიან. ეს გამოიხატება უკონტროლო კანკალში, ოფლიანობასა და გულის აჩქარებაში. შესაძლოა, ამ დროს მოსაუბრეს ოთახიდან გაქცევის მოთხოვნილება გააჩნდეს, რათა სტრესულ სიტუაციას თავი დააღწიოს.
გლოსოფობია სოციალური ფობიაა, ან სოციალური შფოთვითი აშლილობა. ის წარმოქმნის შიშებს, რომლებიც ხშირად არალოგიკურია და უარესდება, თუ ხელს არ შევუშლით.
როგორ აღწერენ ადამიანები გლოსოფობიას?
პრეზენტაციის დროს არც ისე ცოტა ადამიანი განიცდის მდგომარეობას, როცა არჩევანის გაკეთება უწევს გაქცევასა და ბრძოლას შორის. ამ დროს სხეული საფრთხეს აღიქვამს და მოსალოდნელ, ხშირად უსაფუძვლო სიტუაციასთან თავდაცვის რეჟიმს რთავს და შესაბამისადაც რეაგირებს.
გონება გამოყოფს ადრენალინსა და სტეროიდებს. ეს ზრდის ენერგიისა და სისხლში შაქრის დონეს, იმატებს გულისცემა და კუნთებში სისხლის გაზრდილი ოდენობა მიედინება.
ამ დროს ადამიანები შემდეგ სიმპტომებს განიცდიან:
- გახშირებული გულისცემა;
- კანკალი;
- ოფლიანობა;
- გულისრევის შეგრძნება;
- სუნთქვის ინტერვალების შემოკლება და უჰაერობა;
- თავბრუსხვევა;
- კუნთების დაძაბულობა;
- გაქცევის ფიზიკური სურვილი.
რა იწვევს გლოსოფობიას?
"გაქცევის ან ბრძოლის" რეაქცია კარგად "მუშაობდა" მაშინ, როდესაც ადამიანები საშიშ ცხოველებს ებრძოდნენ ან მათგან თავს გამოქვაბულებში დამალვით იცავდნენ. ეს რეაქცია შეხვედრების ოთახში ეფექტური აღარაა, თუმცა შიშების საფუძვლებში ჩაღრმავება, შესაძლოა, მის მართვაში დაგეხმაროთ.
ადამიანებს გლოსოფობიის დროს ეშინიათ გაკიცხვის, გაკრიტიკების, შერცხვენისა და უარყოფის. მათი შიშების საფუძველი შესაძლოა წარსულში იმალებოდეს — არც ისე კარგად ჩაბარებული გაკვეთილი კლასის წინაშე ან პრეზენტაციის მოუმზადებლად გაკეთება. ზოგჯერ სოციალური ფობიები გენეტიკურიცაა, თუმცა ამ მოსაზრების განმტკიცებას დამატებითი კვლევები სჭირდება.
აშშ-ის მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მერ ტვინზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანები უარყოფით შეფასებაზე განსხვავებულად მოქმედებენ. მათ ინფორმაციის ემოციური გადამუშავება უჭირთ. შემოწმებამ აჩვენა, რომ გამღიზიანებელს ტვინის ის უბანი პასუხობს, რომელიც თვითშეფასებაზეა პასუხისმგებელი. ეს რეაქცია არ აღენიშნებოდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს აშლილობა არ ახასიათებთ.
როგორ მკურნალობენ გლოსოფობიას
საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიშების დაძლევაში ადამიანებს ნევროლოგები, ფსიქოკონსულტანტები და ფსიქოთერაპევტები ეხმარებიან. ისინი ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას ადგენენ. მასში შედის:
ფსიქოთერაპია
უამრავ ადამიანს გლოსოფობიის დაძლევაში კოგნიტიურ-ბიჰევიორისტული თერაპია ეხმარება, რა დროსაც ისინი შფოთვის წყაროს პოულობენ. ამ დროს შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ მათ ლაპარაკის პრობლემა სულ არ აწუხებთ და მიზეზი აუდიტორიისგან დამცინავი დამოკიდებულების მიღების შიშია, რადგან მსგავსი გამოცდილება ბავშვობაში აქვთ.
შიშებისა და ნეგატიური ფიქრების "გადამუშავება" მისგან გათავისუფლებაში ეხმარებათ. თერაპევტი ასევე ასწავლის ამ აზრებისთვის ფორმის ცვლილების გზებს.
მაგალითად:
- იმის ნაცვლად, რომ იფიქრო "მე შეცდომების დაშვების უფლება არ მაქვს", დაუშვი ის ფაქტი, რომ ადამიანებს პრეზენტაციის დროს შეცდომები მოსდით. არა უშავს. ხშირად აუდიტორია მათ ვერც ამჩნევს;
- იმის ნაცვლად, რომ იფიქრო "ყველას არაკომპეტენტური ვეგონები", ფოკუსირდი მსმენელის კეთილგანწყობაზე. შეახსენე თავს, რომ მომზადებული ხარ. როცა შიშებს სახელებს დაარქმევ, ივარჯიშე პატარა, კეთილგანწყობილ ჯგუფებთან. შენი თავდაჯერებულობა უფრო დიდ ჯგუფებთანაც გაიზრდება.
მედიკამენტები
თუ თერაპია სიმპტომების მოხსნაში საკმარისი არ აღმოჩნდა, თერაპევტმა პაციენტი შესაძლოა, ფსიქიატრთან გადაამისამართოს, რომელიც შფოთვით აშლილობებთან გასამკლავებლად მედიკამენტებს გამოუწერს. სხვადასხვა პრეპარატი სხვადასხვა სიმპტომისთვისაა განკუთვნილი — გულის დაავადებებისთვის, სისხლის მაღალი წნევისთვის და ა.შ.
ანტიდეპრესანტები დეპრესიის მკურნალობისას ინიშნება, თუმცა, მათ ზოგჯერ სოციალური შფოთვისგან გასათავისუფლებლადაც იყენებენ.
გლოსოფობიის დაძლევის სხვა სტრატეგიები
- მეტყველების გაკვეთილები ან ვორქშოპები საჯარო გამოსვლებზე;
- პრეზენტაციის კარგად მომზადება — ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრება საკმარისი არაა;
- შესავლისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა — ამის შემდეგ კი მნიშვნელოვანი დეტალების გამოყოფა, ჩამოწერა და თანმიმდევრობის დამახსოვრება;
- ვარჯიში საკუთარ თავთან — როცა იცი, რომ კარგად გამოგდის იმაზე ლაპარაკი, რითაც აუდიტორიის წინაშე უნდა წარდგე, თავდაჯერებულობა გემატება;
- გადაიღე შენი პრეზენტაცია — შესაძლოა შენიშნო დეტალები, რასაც სამომავლოდ შეცვლი, ან აღმოაჩინო, რომ ძალიან კარგი წარმდგენი ხარ;
- წინასწარ გათვალე სიტუაციები — მაგალითად, მოამზადე პასუხები კითხვებზე, რომლებიც შეიძლება პრეზენტაციის გარშემო დაგისვან;
- პრეზენტაციის წინ კოფეინი და საჭმელი არ მიიღო;
- საკუთარ თავს დრო მიეცი — ადგილზე მისვლისას, შეამოწმე როგორ მუშაობს ინტერნეტი, ლეპტოპი, პროექტორი, მიკროფონი და სივრცე შენთვის ახლობლური გახადე.
არ დაგავიწყდეს, რომ პრეზენტაციის დროს ადამიანების 40% ნერვიულობს, მათ შორის არიან ისინიც, ვინც შენს აუდიტორიაშია. ასე რომ, ვალდებული არ ხარ, შფოთვისთვის ბოდიში მოიხადო. გაიღიმე. სტრესი ნორმალურია და ის შეგიძლია ენერგიულობისთვის გამოიყენო.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
კომენტარები