განცხადება, რომ მელაშვილს გამოუშვებენ, გავქანდები და პარლამენტში შევალ, უკაცრავად რა — მელაშვილი ელისაშვილზე
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებით, თუ ალეკო ელისაშვილს ჰქონია, რომ ქართულ ოცნებასთან მისი მოლაპარაკებების შედეგად შეუფარდეს გირაო, წავა და კვლავ ციხეში ჩაჯდება.
"მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მათ შორის, ბატონ ელისაშვილსაც. ოღონდ თუ ჩემი გარეთ გამოსვლა გახდა ვიღაცის პარლამენტში შესვლის მიზანი, ეს არ ჩემში არ მოსულა. თუ უნდა მაინცდამაინც დასამტკიცებლად, წავალ და უკან ჩავჯდები, მირჩევნია ეს.
ეს მთავრობა წასასვლელია, არაფრისმაქნის, უმაქნის მთავრობასთან გვაქვს საქმე. ესენი უნდა შეიცვალონ, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა. პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ ახლა, მაპატიეთ. ვაანალიზებ იმას, რაც ხდება გარეთ. იმ თემაში, სადაც ჩართული ვარ, იქაც ვიცი რა ხდება. ამიტომ უვარგისები არიან, წასასვლელები არიან. ამ მიზნით ოპოზიცია გაერთიანდა ხო, არჩევნები გაგვიყალბეს, ის, ეს და გაერთიანდა, მოილაპარაკეს. ამ დროს ის განცხადება, რომ მელაშვილს გამოუშვებენ და მე გავქანდები და პარლამენტში შევალ, უკაცრავად რა, ჩემით მანიპულირება... ყველას მადლობა, მასაც ვუხდი მადლობას, თუმცა მისი პოზიცია, რომ გამოვიდა მელაშვილი და მე პარლამენტში შევიდე... თუ მაინცდამაინც ჰგონია, რომ მაინცდამაინც მისი მოლაპარაკების საგანი ვიყავი და მაგიტომ გამომიშვეს გარეთ, წავალ და ჩავჯდები რა, სადაც ვიყავი ის 4 თვე. 9 თვემდე გავძლებ ბოლო-ბოლო და 9 თვის შემდეგ ხომ გამომიშვებენ, რომ ვეღარ ნახავენ ბრალს", — განაცხადა მელაშვილმა.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათვისუფლების შემდეგ, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კარტოგრაფების გათავისუფლება ხელისუფლებას მოლაპარაკებების შედეგია. მანვე დააზუსტა, რომ ამ მოლაპარაკებებზე ბოლოს მხოლოდ მათი პარტია იყო დარჩენილი.
ისივე თქმით, თუ ოპოზიციას სურს, რომ გიორგი რურუაც გაათავისუფლონ, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.
ივერი მელაშვილმა კი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ არ უნდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი იყოს და ვინმემ მისი გათავისუფლება გამოიყენოს პარლამენტში შესასვლელად.
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
პროკურატურა თითოეულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ამასთან, ადვოკატები სასამართლოს ალტერნატივის სახით თავდებობას სთავაზობდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი.
მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფალებას მოითხოვდნენ მათი ადვოკატებიც, რომელთა თქმით, პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები