8 მიზეზი, რის გამოც საკუთარი დაბადების დღის მიმართ გულგრილნი ვერ ვართ
ადამიანის ცხოვრებაში დაბადების დღე იმ მომენტის დაფიქსირების სიმბოლოა, როდესაც დაგეგმილი თუ შემთხვევითი მოვლენების შედეგად, ჩვენთვის ერთადერთ ნაცნობ სამყაროს შევუერთდით. ამ დღისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას ბავშვობიდან გვაჩვევენ, როცა ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, ტორტზე ორი ან სამი სანთლის ჩაქრობა რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ აზარტში კი ნამდვილად შევდივართ.
მართალია, სანთლების მატებასთან ერთად, ამ დღისადმი ჩვენი პასუხისმგებლობაც იზრდება, ხოლო სასურველი საჩუქრების რაოდენობა და ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამ დღის მიმართ ბოლომდე გულგრილნი ვერასდროს ვიქნებით და, აი, რატომ:
1. ყურადღების ცენტრში ხარ
ადამიანებს ყურადღების დიდი მოთხოვნილება რომ გვაქვს, ამას დღეს ყველაზე ნათლად სოციალური ქსელები გვაჩვენებს. თუმცა ეს სურვილი მხოლოდ პოპულარობას არ გულისხმობს, არამედ იმის გაგებასაც, თუ როგორ გვაფასებენ და რას ფიქრობენ ჩვენზე ადამიანები. დაბადების დღე კი ნამდვილად გვაძლევს მსგავსი, თანაც მხოლოდ დადებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას.
ყურადღების მთელი ნაკადისთვის კი მხოლოდ ის არის საკმარისი, რომ რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ამ დღეს დავიბადეთ. და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სტანდარტულ მოლოცვაზე ისევ სტანდარტული პასუხის დაბრუნება გვიწევს, ერთი-ორ შემთხვევაში ისეთ სიტყვებსაც აუცილებლად ვიღებთ, რომელიც გულში ჩაგვწვდება და გაგვაბედნიერებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დღეს კეთილგანწყობა და ყურადღება მაინც განსაკუთრებით სასიამოვნოა.
2. ეგოიზმის დემონსტრირება დაუფარავად შეგიძლია
ალბათ, ყველას გვაქვს ისეთი სურვილები და მიზნები, რომელთა განხორციელებაც მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და მათი მიღწევა საკმაოდ მოკლე პერსპექტივაში შეიძლება. თუმცა ყოველდღიური ვალდებულებების გამო, ამისთვის შესაფერის დროს ვერ ვპოულობთ ან თავს ამის ღირსად არ ვთვლით.
დაბადების დღისთვის თანდაყოლილი ჯადოსნურობა იმ მოჩვენებითი თავისუფლების განცდას შეიძლება მივაწეროთ, რომ თითქოს უფლება გვაქვს, ერთი დღით მაინც მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ. იმის გათვალისწინებით, რომ სამყაროც თავისებურად ამის შესაფერის ბიძგს გვაძლევს, ჩვენც მეტად ვზრუნავთ საკუთარ თავებზე და ამის გამო სინდისი არ გვაწუხებს.
3. დროის მსვლელობას თვალს უსწორებ
დრო ჩვენი ცხოვრების უხილავი თანამგზავრია, თუმცა მისი არსებობა რაც უფრო მეტად გვავიწყდება, მასთან პირისპირ შეჯახების ეფექტიც მით უფრო მძაფრია. გარდაუვალი სიკვდილი ხშირად უძილო ღამეების ან სულაც რუტინული საქმიანობის დროს გვახსენდება, თუმცა თანამედროვე სამყარო ყურადღების გადატანის მრავალფეროვან საშუალებებს გვთავაზობს.
საკუთარი დაბადების დღე კი იმის შეხსენებაა, რომ დაბადება-გარდაცვალების ციკლში ვართ ჩაბმულნი, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. მთელი წლის განმავლობაში დრო შეუმჩნევლად მიიპარება და ასაკიც გვემატება, ხოლო დაბადების დღეზე ამის აღიარებას ვეღარ გავურბივართ.
4. თვითგანვითარების პროგრესს აფასებ
დაბადების დღის განმეორებითი ხასიათი, ერთი მხრივ, გასული წლების შესახებ მოგონებებს გვიღვიძებს, მეორე მხრივ კი, ჩვენი ცხოვრების კონკრეტული ეტაპების შესადარებლად ზუსტ წერტილებს გვინიშნავს.
როცა საქმე თვითშეფასებას ეხება და თან გულწრფელნი ვართ, ადამიანებს საუკეთესო მსაჯულის როლის მორგება შეგვიძლია. რუტინისგან ამოგლეჯილი ეს განსაკუთრებული დღე კი საშუალებას გვაძლევს, განვლილ თვეებს რეტროსპექტულად გადავხედოთ; გავაანალიზოთ, რა ტიპის ცვლილებები მოხდა ჩვენს ცხოვრებაში; გვაქვს თუ არა პროგრესი; და, ასევე, რა შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ.
5. საყვარელ ადამიანებთან სიახლოვეს გრძნობ
რელიგიურ და სამოქალაქო დღესასწაულებს, საკუთარ დაბადების დღეს და დაკრძალვებსაც კი სხვადასხვა კულტურის ადამიანები სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნილება ჩვენს ისეთ ბაზისურ ემოციებთან არის შეზრდილი, როგორიც ბედნიერება, მწუხარება და რწმენის გამოხატვაა.
ჯგუფური სოლიდარობა ჩვენთვის აუცილებელია, რადგან ამ დროს ახლობელი ადამიანები ჩვენს ემოციებს იზიარებენ, რაც თავს დაცულად და გაგებულად გვაგრძნობინებს. ამის გათვალისწინებით, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნით ცხოვრებით კმაყოფილების გამოხატვა გვსურს თუ მარტო დარჩენის გვეშინია, გადამწყვეტი აღარ არის. სიმბოლური თარიღის დღესასწაულად ქცევა მას თავისთავად სძენს მეტ მნიშვნელობას.
6. საჩუქრებს იღებ და მოგონებებს იძენ
ბევრისთვის საჩუქრების მიღება დაბადების დღის ერთობ მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ახლობელი ადამიანების მხრიდან სიყვარულისა და ყურადღების ერთგვარი ჟესტია. წესით, საჩუქრის საფასურს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან მთავარი კონტექსტი, იდეა და ის ფაქტია, რომ ადამიანი შენ მიმართ თავის გულწრფელ დამოკიდებულებას გამოხატავს. თუმცა წლების შემდეგ ნებისმიერი საჩუქარი შეუფასებელი ხდება და მატერიალიზებული სახით შემონახულ მოგონებად იქცევა.
ფოტოები მოგონებების უკვდავყოფის კიდევ ერთი წყაროა და მათი რაოდენობა თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში, მართლაც რომ, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. დაბადების დღეზე ფოტოების გადაღება კი ათწლეულებია, ტრადიციად არის დამკვიდრებული, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი დათვალიერება სახალისოცაა და სევდიანიც. სახალისო იმიტომ, რომ მნიშვნელოვან მოგონებებს სულ რაღაც წამის სიზუსტით გვახსენებს; ხოლო სევდიანი იმიტომ, რომ ფოტოებზე შემორჩენილი ზოგიერთი ადამიანი ჩვენი ცხოვრების მონაწილე აღარ არის — ეს კი მაშინაც სამწუხაროა, როცა უკვე იმის მიზეზსაც ვერ ვხვდებით, ადრე რატომ იყო.
7. სურვილებს უთქვამ და იმედებს იმყარებ
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სანთლების ჩაქრობის ტრადიცია ძველ ბერძნებს უკავშირდება. მათ სჯეროდათ, რომ სურვილი კვამლთან ერთად იმოგზაურებდა და ღმერთების სამფლობელოს მიაღწევდა.
იმის მიუხედავად, გვჯერა თუ არა ზეცაში ჩვენი სურვილების მომლოდინე ღმერთების არსებობის, რწმენა, რომ სანთლების წინ ჩათქმული აგვისრულდება, დაბადების დღის აუცილებელ ნაწილად დღემდე შემოგვრჩა. ჩვენ გვჭირდება იმის დაჯერება, რომ შემდეგი წელი უკეთესი იქნება, რომ სწორედ ახალი პერიოდი მოგვიტანს სიახლეებს და ამაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ასეთ ილუზიებს თითქმის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. წინასწარ რომ ვიცოდეთ ან ვფიქრობდეთ, რომ, მაგალითად, შემდეგ 5 წელი ისევ COVID-19-ის შეზღუდვების ეპოქაში ვიცხოვრებთ, ეს დღევანდელ დღესაც გაუსაძლისს გახდიდა.
8. რეალობისგან გაქცევას ახერხებ
ყოველი დაბადების დღისას გვახსოვს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები დროებითია და ის საქმეები არსად ქრებიან, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის. თუ იმდენად დაკავებული ხარ, რომ მხოლოდ ჩაძინებამდე ასწრებ იმის გააზრებას, რამდენად მოგბეზრდა ყველაფერი და რა დიდი სიამოვნებით გაექცეოდი ვალდებულებებს, მაშინ საკუთარი დაბადების დღე ამის გასაკეთებლად სრულიად ლეგიტიმური მიზეზია.
თუნდაც დავმალოთ ჩვენი დაბადების თარიღი და მიზანმიმართულად არ აღვნიშნოთ ის, მთელი დღის განმავლობაში მაინც გვემახსოვრება, რომ ეს ჩვენი დღეა. ასე რომ, თუ ამ თარიღის განსაკუთრებულობას ვერსად გაექცევი, რატომაც არ უნდა აქციო ის ბედნიერ მოგონებად?
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები