რომელ პოლიტიკურ ძალას უთმობენ მეტ დროს ტელევიზიები - მონიტორინგის შედეგები
ქართული საინფორმაციო გამოშვებები უფრო მეტად მთავრობის საქმიანობას აშუქებენ, შემდეგ კი სხვა თემებს - ასეთია იმ მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს გამოაქვეყნა. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილია 7 ქართული ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებები და ტოქშოუები 2016 წლის 1 მარტიდან 31 მაისის პერიოდში.
ქარტიის მონიტორინგის დაკვირვების ობიექტებს წარმოადგენდნენ პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, GDS, მაესტრო, კავკასია, ტაბულა. მკვლევრები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ყველა გადაცემას, რომელიც პრაიმ ტაიმში გადიოდა ეთერში. ანგარიში მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ ანალიზს.
მედიამონიტორინგი განხორციელდა National Endowment for Democracy-ის (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
მედიამონიტორინგი შედგება ორი ნაწილისგან - რაოდენობრივი და თვისებრივი.
რაოდენობრივი შედეგები
- ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტად მთავრობას აშუქებდნენ. ამ სუბიექტს საკუთარი ეთერის ყველაზე დიდი დრო (47%) GDS-მა დაუთმო. მთავრობა სხვა არხებთან შედარებით დადებით ტონში ყველაზე მეტად (43%) GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა, ყველაზე ნაკლები (11%) უარყოფითი გაშუქებაც ამ არხზე დაფიქსირდა.
- მთავრობა დადებით ტონში ყველაზე ნაკლებად (3%) რუსთავი 2-ის ეთერში წარმოჩინდა, ყველაზე მეტი (67%) უარყოფითი ტონიც მთავრობის მისამართით ამ არხზე დაფიქსირდა.
- კოალიცია ქართული ოცნება და პარტია ქართული ოცნება უარყოფით ტონში ყველაზე მეტად ტაბულასა და რუსთავი 2-ზე გაშუქდა, ნაციონალური მოძრაობა კი – GDS-სა და იმედზე.
- პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტული პარტია უარყოფით ტონში არც ერთ არხზე არ გაშუქებულა. მათ მცირე დრო დაეთმო და ძირითადად ნეიტრალურ ტონში გაშუქდა.
- მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო (44 წთ) რუსთავი 2-მა დაუთმო. ამ სუბიექტის დადებით ტონში გაშუქების ყველაზე დიდი მაჩვენებელი (56%) ამავე არხზე დაფიქსირდა. მიხეილ სააკაშვილი უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (59%) მაესტროს ეთერში გაშუქდა
- ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი დრო რუსთავი 2-ის ეთერში დაეთმო 1სთ და 15 წუთი და უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (88%) ამავე არხზე გაშუქდა. ბიძინა ივანიშვილი დადებით ტონში ყველაზე მეტად (99%) GDS-მა გააშუქა. ამ არხზე მას ჯამში 17 წუთი დაეთმო.
- დაკვირვების ქვეშ მყოფი ტელევიზიები ყველაზე მეტ დროს პოლიტიკის გაშუქებას უთმობდნენ, განსაკუთრებით მცირე დროს კი – სოციალური თემატიკის გაშუქებას.
- პოლიტიკურ თემატიკას ტელეარხებს შორის ყველაზე ხშირად (46%) ტელეკომპანია იმედი აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად კი- რუსთავი 2 (30%).
- სოციალურ თემატიკას ყველაზე ხშირად (7%) რუსთავი 2 აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად -ტაბულა (3%).
- საარჩევნო თემატიკას ყველაზე ხშირად მაესტრო აშუქებდა (13%), ყველაზე ნაკლებად კი – GDS-ი (5%).
თვისებრივი შედეგები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, წინა წლების მონიტორინგთან შედარებით მედიის მუშაობის ხარისხი გაუმჯობესებულია. მკვეთრად შემცირებულია ბალანსის და ფაქტების და კომენტარების გამიჯვნის პრობლემა.
სიძულვილის ენის ტირაჟირებას თითქმის არ ახდენდნენ დაკვირვების ქვეშ მყოფი მაუწყებლები.
არხები სიფრთხილით ეკიდებოდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ტირაჟირებას.
დაფიქსირდა შემთხვევები, როცა კონკრეტული ტელევიზიების ტოქშოუებში არ იყო წარმოჩენილი მხარე, რომლის კრიტიკაც იყო გადაცემაში, ზოგჯერ წამყვანი მაყურებელს უხსნიდა მიზეზს, თუ რატომ არ მონაწილეობდა ესა თუ ის სუბიექტი, თუმცა ხშირად ამის განმარტება არ ხდებოდა.
როგორც მონიტორინგის ავტორები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, ბოიკოტის რეჟიმშია თუ არა ტელეარხთან მიმართებით სუბიექტი, ტოქშოუს წამყვანებმა ყველა გადაცემაში უნდა აცნობონ მაყურებელს, რატომ არ მონაწილეობს გადაცემაში ესა თუ ის სუბიექტი.
მიუხედავად გაუმჯობესებული ტენდენციებისა, ზოგჯერ სამონიტორინგო არხების ეთერში გავიდა პროდუქცია, რომლებსაც ეთიკის თვალსაზრისით პრობლემები ჰქონდა, რის შესახებაც ანგარიშში ვრცლად არის საუბარი. ანგარიშის ნახვა სრულად შეგიძლიათ აქ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
კომენტარები