პოლიციამ ნამახვან ჰესთან აქტივისტების კარავი დაშალა, დაკავებულია 1 პირი
ნამახვან ჰესთან შეკრებილ აქტივისტებს, რომლებიც თითქმის 100 დღე აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას, პოლიციამ კარავი დაუშალა. ადგილზე დააკავეს ერთი პირი, რომელსაც სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ნამახვან ჰესის მშენებლობის განახლების მცდელობას დღეს პროტესტი მოყვა. ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდა.
ადგილობრივებს პოლიცია ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა იმ არგუმენტით, რომ კერძო საკუთრებაა. აქტივისტები კი ამტკიცებდნენ, რომ ამ დრომდე აღნიშნული ტერიტორია კომპანიას არ ეკუთვნოდა. მათ განცხადეს, რომ იმ ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებს თავად არ დაშლიდნენ და სურვილის შემთხვევაში ეს პოლიციას უნდა ექნა.
ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA აცხადებს, რომ შესაბამის უწყებებს თავად მიმართეს, რადგან მოსახლეობასთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობის მიუხედავად, დიალოგი არ შედგა.
მათივე განცხადებით, ყველა საჭირო ნებართვა აქვთ, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. მათი თქმით, პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის ნორმებსა და სტანდარტებთან.
ნამახვან ჰესის და ზოგადად ჰესების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ხშირად ისინი გზას კეტავენ, კარვებს შლიან და ხელს უშლიან მძიმე ტექნიკის მუშაობას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები