შესწორება: ციტატა მიტროპოლიტმა არა მანქანების, არამედ ხალხის დახმარებისთვის საჭირო სახსრებზე საუბრისას გამოიყენა
შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური არასწორი იყო და შეიცვალა. კერძოდ, სტატიას ერქვა — "ღმერთი იძლევა, დაიძინებ არაფერი გაქვს, გაიღვიძებ და უცებ ვიღაცა მოდის — მეუფე საბა ძვირადღირებულ მანქანებზე" — რაც არასწორია, რადგან ეს სიტყვები მიტროპოლიტმა ხალხის დახმარებაზე და მათთვის სახლების შეძენაზე საუბრისას გამოიყენა. სტატია მომზადდა მთავარი არხის სიუჟეტზე დაყრდნობით, სადაც მიტროპოლიტის ციტატები დაკავშირებული იყო მანქანების შეძენასთან, თუმცა ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ინტერვიუს სრული ვერსია, სადაც ისმის, რომ მეუფე ამას სხვა თემაზე საუბრის დროს ამბობს. On.ge ბოდიშს უხდის მკითხველს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშუქებისა და შეცდომაში შეყვანისთვის.
"24 წლის განმავლობაში მე ეპარქიაში მაქვს აშენებული 70-ზე მეტი ტაძარი, 8 მონასტერი, უამრავი საცხოვრებელი სახლი, საერთო ბინები კი არა. ადამიანებისთვის, მღვდლისთვის, მძღოლისთვის, მონასტრის ხალხისთვის და ჩვენი მრევლისთვის, ადამიანები, ვისაც ამის საჭიროება აქვს, მათთვის საცხოვრებელი სახლები შეძლებისდაგვარად. საიდან მოდის ეს შესაძლებლობა, ალბათ, კითხვა გაქვთ.
ამ შესაძლებლობას გვაძლევს ღმერთი. მე ვერ ვიტყვი საიდან მოდის, მაგრამ მოდის, ღმერთი იძლევა. დაიძინებ, გაიღვიძებ... დაიძინებ არაფერი გაქვს, გაიღვიძებ და უცებ ვიღაცა მოდის ადამიანი, რომელიც რაღაცას გთავაზობს და მერე ეს შემოთავაზება არის გადასახული, აი, ამ საქმიანობაში" — განაცხადა მიტროპოლიტმა და აღნიშნა, რომ არავინ აშუქებს იმას, რომ ეკლესია ასე იქცევა.
ამავე ინტერვიუს დროს ავტომანქანებზე დასმული კითხვის პასუხად, მიტროპოლიტი ამბობს:
"არასწორი ინფორმაციაა, მე არა მყავს 7 მანქანა. მე ეპარქიაში მაქვს 8 მონასტერი. მონასტრებს მანქანები ჰყავს, ეპარქიას, რეზიდენციას თავისი მანქანა. მე ვმონაწილეობ ამ მანქანების შესყიდვაში, მაგრამ ვაძლევ მონასტრებს, სასულიერო პირებს, მღვდლებს, რომლებიც ამით სარგებლობენ".
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა მოდელის მანქანებზე საუბრობს, მიტროპოლიტი პასუხობს:
"რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა მნიშვნელობა აქვს რა მოდელის? მოდელს რა მნიშვნელობა აქვს? რომელ ემბლემაზე ვზივარ, ამას რა მნიშვნელობა აქვს?"
მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეს საკითხი წარმოჩენილი იყო ისე, თითქოს, მიტროპოლიტი კუთვნილი მანქანების მოდელს არ ამხელდა.
რაც შეეხება მანქანების ჩუქებას და ძვირადღირებულ ავტომობილებს, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ის 3 წელი ნათხოვარი მანქანით დადიოდა და არავის "შეუქია" ამისთვის, ვიღაცები კი მარტო ნაჩუქარ მანქანებს ამჩნევენ. მისი თქმით, ზოგი ამბობს, რომ მანქანა გაყიდოს და ხალხს დაეხმაროს, თუმცა ამ მანქანით საქმეს აკეთებს და ხალხსაც ეხმარება, მაგრამ "ამის შესახებ არ საუბრობს".
"თქვენ ჩვენი ცხოვრების წესი არ იცით. ადამიანებს მარტო ის ჰგონიათ, რომ თუ ჩვენ მანქანით დავდივართ და კარგი მანქანით დავდივართ და დაბადების დღეზე თუ გაჩუქა ვიღაცამ და რატომ? იმიტომ, რომ საქმეები გაქვს გაკეთებული".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები