რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება — წყალტუბოს მერია განცხადებას ავრცელებს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებენ. ისინი ამბობენ, რომ დღეს დილით, ადგილზე სადაც აქამდე ჯვარი ჰქონდათ აღმართული, აღარ დახვდათ.
"უკიდურესად აღშფოთებული ვართ და ღირსება შელახული. წუხელ, კომენდანტის საათის შემდეგ ქურდულად აიღეს ჯვარი", — ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.
დღეს პროტესტის 98-ე დღეა. ისინი აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება. მათ დღეს დააანონსეს, რომ 7 თებერვალს მასშტაბური აქცია გაიმართება.
წყალტუბოს მერიაში აცხადებენ, რომ "გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მათ თხოვნით მიმართა, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა მოეხდინა".
"მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში. წყალტუბოს მუნიციალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს", — განაცხადეს მერიაში.
გუშინ, 30 იანვარს ნამახვან ჰესთან შეკრებილ აქტივისტებს პოლიციამ კარავი დაუშალა. ადგილზე დააკავეს ერთი პირიც, რომელსაც სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდა.
ადგილობრივებს პოლიცია ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა იმ არგუმენტით, რომ კერძო საკუთრებაა. აქტივისტები კი ამტკიცებდნენ, რომ ამ დრომდე აღნიშნული ტერიტორია კომპანიას არ ეკუთვნოდა.
ნამახვან ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. ხშირად ისინი გზას კეტავენ, კარვებს შლიან და მძიმე ტექნიკას ხელს უშლიან მუშაობაში.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები