რამდენი იქნება კონკრეტული ნარკოტიკის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ახალი კანონპროექტის ფარგლებში ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისთვის განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები დააზუსტა.
"ამფეტამინის შემთხვევაში ამ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნდა მცირე ოდენობა, გააჩნდა 1 გრამიანი განსაზღვრული, სადაც ერთმანეთს ემთხვეოდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ეს დამოკიდებულება ამჟამად შეიცვლება, ამფეტამინის შემთხვევაში მცირე ოდენობის გრაფაში განისაზღვრება 0,005, დიდ ოდენობად — 0,1, განსაკუთრებით დიდ ოდენობად დარჩება 1 გრამი. დეზომორფინის შემთხვევაში ანალოგიური არის დღეს არსებული რეგულაცია. შემოთავაზებულია დეზომორფინის განსაზღვრება შემდეგი სახით: მცირე ოდენობა — 0,001, დიდი ოდენობა — 0,01, ხოლო 1 იქნება გათვალისწინებული, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ლიზეგინის მჟავა, რისი წარმოებისაცაა პრეპარატები, მაგალითად ლიზეგინი, მას მცირე ოდენობა არ გააჩნდა, განისაზღვრებოდა დიდი ოდენობა, როგორც 0.0002 და იგივე იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შემთხვევაში. ამჟამად შემოთავაზებულია მცირე ოდენობად 0.00002, 0,0002 არის შემოთავაზებული დიდ ოდენობად, ხოლო 0,001 არის იქნება განსაკუთრებით დიდი ოდენობა. MDMA-ის შემთხვევაში შემოთავაზებულია 0,05 მცირე ოდენობა, 0,5 დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამი განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. მეთადონის შემთხვევაში, დღეს არსებული რეგულაცია გახლავთ, რომ 0,2 არის მცირე ოდენობა, და 1-1 გრამი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. შემოთავაზებულია, რომ 0,005 იყოს მცირე ოდენობა, 0,2 როგორც დიდი ოდენობა და 1 გრამი, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობა. მეთკათინონი (ეფედრონი) იყო ცარიელი მცირე გრაფაში, დიდი და განსაკუთრებით დიდი იყო ერთი გრამი. შემოთავაზებულია 0,005 მცირე ოდენობა, 0,1 როგორც დიდი ოდენობა და 1 გრამი, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობა. მეტამფეტამინის შემთხვევაშიც, ისევეა რეგულირებული, როგორც მეთკათინონის შემთხვევაში და შემოთავაზებულია ზუსტად ისეთი რეგულაციები. ჰეროინის შემთხვევაში 0,2 გრამი არის მცირე ოდენობა და 1 გრამი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობა, შემოთავაზებულია 0,005 როგორც მცირე ოდენობა, 0,2 როგორც დიდი ოდენობა და 1 გრამი, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობა", — განმარტა სარჯველაძემ.
აღნიშნული კანონპროექტი განხილვის პროცესშია და ის ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია.
მისივე განცხადებით, ეს კანონპროექტი არ წარმოადგენს ნარკოდანაშაულის რამე ფორმით დეკრიმინალიზაციას და, მით უმეტეს, ლეგალიზაციას.
"კანონპროექტით არ ხორციელდება ნარკოდანაშაულის რამე ფორმით დეკრიმინალიზაცია და, მით უმეტეს, ლეგალიზაცია და ასევე, ეს კანონპროექტი ვერ იქონიებს გავლენას ნარკოდანაშაულის ზოგიერთ მძიმე ფორმასთან დაკავშირებით, კვლავიფიკაციაზე, რომელთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც უნდა შენარჩუნდეს მკაცრი პოლიტიკა, და ასეთს წარმოადგენს, მაგალითად, ნარკოტიკების უკანონოდ გასაღება", — განაცხადა სარჯველაძემ.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები