იმნაძის თქმით, კომენდანტის საათის მოხსნა, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს იგეგმება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კომენდანტის საათის მოხსნა, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს იგეგმება.
"ალბათ, ყველაზე ბოლოს[...] ქართველები ვართ, მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, მე ვერ ვნახულობ რამდენი ხანია, წელიწადი გავიდა ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ არსად. შორ მანძილზე ქეიფზე ვლაპარაკობ, თორემ არ ვიცით, რომ ახლო მანძილზე მეზობლები ერთმანეთში გადადიან? მეზობლებში რომ გადახვალთ, ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება სამეზობლოში, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები და საღამოს 9 საათზე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ, მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან მერე წამოხვალთ, ანუ მერე ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში[...] ქართველები არ ვართ, არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი თუ? კიდევ ერთხელ ვამბობ, ასარჩევი არის ორ რამეს შორის, ერთი არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეორე[...] ცოტა უნდა გავიჭირვოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მერე ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრება გვქონდეს გაზაფხულზე, ზაფხულში. დავაკვირდებით სიტუაციას, არა მგონია, რომ კომენდანტის საათი აპრილშიც გაგრძელდეს. ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ დავიცავთ ჩვენ ყველანი პირბადის ტარების წესს, დისტანციას, როგორ დაიცავს ბიზნესი იგივე წესებს თავიანთ სამფლობელოში, თავიანთ ბიზნესებში", — განაცხადა იმნაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
დღეს, პირველი თებერვლიდან შემდეგი შეზღუდვები მოიხსნა:
- ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგა. თუმცა, მხოლოდ სამუშაო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები ისევ დისტანციურად იმუშავებენ;
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სამუშაო დღეებში.
- აჭარაში პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეების გაიხსნება, ამ შემთხვევაშიც სამუშაო დღეებში. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები;
- სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე;
- 1-ელი თებერვლიდან მოიხსნა შეზღუდვები რეგულარულ ფრენებზე;
რა შეზღუდვები რჩება ძალაში
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
- საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე;
- ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
- შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;
- ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები