ანტისაბჭოთა ნარატივები ოთარ იოსელიანის 5 ფილმში
1934 წლის 2 თებერვალს დაბადებული ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანი კარიერა პირობითად ორ — ქართულ და ფრანგულ პერიოდად შეიძლება დავყოთ. ქართული პერიოდი საბჭოთა რეჟიმს დაემთხვა, თუმცა ეს რეჟისორისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად ვერ იქცა და მაინც ქმნიდა კინოს, რომელიც საბჭოთა წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამდა. ინდივიდზე მოფიქრალი რეჟისორისთვის, რომლის ფილმებიც ქართული მოტივებით იყო დახუნძლული კინოენა თავისუფალი სიტყვის თქმის საშუალებად იქცა, ზოგიერთმა ფილმმა კი საბჭოთა კონტექსტის გამო შეიძინა პოლიტიკური განაცხადის წონა.
ამ სტატიაში ოთარ იოსელიანის ქართული პერიოდის ფილმების ანტისაბჭოთა ნარატივებს გაეცნობით.
1. საკუთარი თავის ძიება ანუ "არაფრის კეთება" — იყო შაშვი მგალობელი (1970)
იყო შაშვი მგალობელი ახალგაზრდა ბიჭზე გვიყვება, რომელიც ვერც საქმეს უდებს გულს, ვერც გარშემომყოფთა წესებს ერგება და დღეებს ხეტიალით და წვრილმანი ამბებით კლავს. მუსიკის წერა უნდა და ეგეც არ გამოსდის, რადგან გარემო ცარიელია და მისგან არც მოტივაციის და არც ინსპირაციის გამოწურვა არ გამოდის, ორკესტრში მუშაობს, მაგრამ ეგეც არაფრად მიაჩნია და ამასობაში, ნაცნობები საბჭოთა საზოგადოების მოსაწონ გზებს ნახულობენ, საქმიანობის სფეროს ირჩევენ, ქორწინდებიან. მგალობელი შაშვი კი თვითძიების გზას ადგას, თუმცა არ გამოსდის, რადგან გარემო მსგავსი ძიებებისთვის არ არის შექმნილი. ფილმი მშრომელთა კლასის საპირისპირო იდეებს აქცევს ფოკუსში და ამით ანტისაბჭოთა განაცხადს ქმნის, ინდივიდუალური გზის ჩვენებით, "არაფრის კეთების" დაფარულ დეტალებს აშიშვლებს და საბჭოთა სისტემაში ინდივიდის გაქრობის ამბავს ყვება.
2. ერთიანი, "დიადი" ერის უტოპიური იდეა — პასტორალი (1975)
ფილმ პასტორალის სიუჟეტი ქალაქის და სოფლის შეპირისპირების და ორი სხვადასხვა რიტმის ურთიერთქმედებით იქმნება. მუსიკალური კვარტეტი რეპეტიციებისთვის სოფლად მიდის და იქ მცხოვრებთა მისწრაფებებს ვერ ერგება. სოფლის მკვიდრთა წვრილმანი რიტუალები, ტრადიციული მუსიკის ყოველდღიურ რეალობაში არსებობა, რომელიც ვიწრო სოციუმისთვის არის სახასიათო და ერთიანი მშრომელთა კლასის პორტრეტის ჩარჩოს სცდება, ყველაზე უკეთ ამბობს, რომ შეუძლებელია შეიქმნას ერთიანი, "დიადი" ერის იდეით გულანთებული საზოგადოება, რომლის ყველა ელემენტს კონკრეტული, კარგად განსაზღვრული როლი აქვს.
3. საბჭოთა სისტემა, როგორც მასობრივი წარმოების მანქანა, რომელიც ხარისხს ანადგურებს — გიორგობისთვე (1966)
ოთარ იოსელიანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, გიორგობისთვის სიუჟეტი ღვინის ქარხნის ირგვლივ ვითარდება და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმის წინააღმდეგ წასულ ნიკოზე გვიყვება. ნიკოს პერსონაჟი ქარხნის, საბჭოთა "გეგმის შესრულების" იდეის და შესაბამისად მთელი სისტემის წინააღმდეგ მიდის, მარტივი, თუმცა უმნიშვნელოვანესი იდეით, დაიცვას ღვინის ხარისხი. იმის გარდა, რომ ფილმი კონკრეტული ისტორიით ზოგადად საბჭოთა სისტემის მასობრივი წარმოების გეგმის გამო ყველაფრის გაუფასურებაზე ყვება, იმასაც ამბობს, რომ ამ სისტემაში ჩაბმული ადამიანები თვითონ არიან მანკიერნი, უსაფრთხოების გამო მაამებლობას არ ერიდებიან, თუმცა სულაც არ მოსწონთ სისტემა, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებს ყველაფერს, რაც ღირებულია.
4. ოჯახური იდილიის მიღმა დიდი პრობლემები იმალება — აკვარელი (1958)
ოთარ იოსელიანის პირველი ფილმი, მოკლემეტრაჟიანი აკვარელი 10 წუთში ახერხებს იმის თქმას, რომ ამბები, რომელიც ხალხამდე ისე მიდის, როგორც ოჯახური იდილია, სოფლად ცხოვრების მშვიდი ელფერი და ერთგვარი ზღაპარი, რეალურად ბევრად მნიშვნელოვან პრობლემებს იტევს, ფილმში ასეთი პრობლემა უკიდურესი სიღარიბე და თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა. მსგავსი ისტორიების მოყოლა საბჭოთა სისტემის იდეას ძირს უთხრის, რადგან ააშკარავებს იმ დეტალებს, რომლებიც კარგად გაპრიალებული ზედაპირის მიღმა იმალება. აკვარელში პროპაგანდისტული ხელოვნების ბუნებაც კარგად ჩანს, რომელიც ყოველივეს შელამაზებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ფილმი სოფიკო ჭიაურელის მეორე კინოროლია.
5. საბჭოთა ამბების არმოყოლაც ანტისაბჭოთა განაცხადია — საპოვნელა (1959)
ოთარ იოსელიანის მეორე ფილმიც მოკლემეტრაჟიანი იყო. საპოვნელა ყვავილებზე გვიყვება და მიხა მამულაშვილზე, მებაღე-დეკორატორზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ყვავილებს მიუძღვნა, ფილმს ფონად ფოლკლორული მუსიკა გასდევს და ერთ მომენტში ეკლესიის ზარის ხმასაც გაიგონებთ, მაგრამ ვერაფერს გაიგებთ იმაზე, რაც ყვავილების მიღმაა. დროში გაყინულ იდილიას არაფერი არღვევს, მხოლოდ სიფაქიზე და ადამიანის შინაგანი სამყაროს ნატიფი ბუნების წინ წამოწევა. ეს ფილმი უარს ამბობს ტრაფარეტბზე, დიდ ამბებზე, სათქმელზე, რომელიც სისტემას აქვს და მცირე დეტალებით ანტისაბჭოთა განწყობის შექმნას ახერხებს.
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაფოთის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა — ოპოზიციამ სხდომა დატოვა ფოთის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა — ოპოზიციამ სხდომა დატოვა
-
გადახედვამაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო
-
გადახედვა"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": ვაკის რაიონში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": ვაკის რაიონში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება
-
გადახედვაPACE: ბოდბეში PACE-ის დამკვირვებელთა გუნდის მანქანა 40-მდე კუნთმაგარმა კაცმა განზრახ დააზიანა PACE: ბოდბეში PACE-ის დამკვირვებელთა გუნდის მანქანა 40-მდე კუნთმაგარმა კაცმა განზრახ დააზიანა
-
გადახედვა"საქნახშირის" თანამშრომლები კომპანიის მხრიდან 100-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების მოტივზე საუბრობენ "საქნახშირის" თანამშრომლები კომპანიის მხრიდან 100-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების მოტივზე საუბრობენ
-
გადახედვაცესკო: პრეზიდენტის ბრალდებები დეზინფორმაციულია ცესკო: პრეზიდენტის ბრალდებები დეზინფორმაციულია
-
გადახედვამერიის საახალწლო კონცერტზე არც ვარდელის სიმებიანი კვარტეტი გამოვა მერიის საახალწლო კონცერტზე არც ვარდელის სიმებიანი კვარტეტი გამოვა
-
გადახედვაკახა კალაძე: ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია კახა კალაძე: ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია
-
გადახედვაკალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრება შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მითვისების დანაშაულს კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრება შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მითვისების დანაშაულს
-
გადახედვაკალაძე: ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი კალაძე: ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი
-
გადახედვაკახა კალაძე: მე ხამზატთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს კახა კალაძე: მე ხამზატთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს
-
გადახედვაპეტერ ფიშერი: შევაჩერეთ ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტის დაფინანსება პეტერ ფიშერი: შევაჩერეთ ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტის დაფინანსება
-
გადახედვაკალაძე: შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტები განხორციელდეს ვაზისუბნის და თემქის ხევის მიმართულებით კალაძე: შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტები განხორციელდეს ვაზისუბნის და თემქის ხევის მიმართულებით
-
გადახედვაWashington Examiner: ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი მის სატყუარას წამოეგება Washington Examiner: ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი მის სატყუარას წამოეგება
-
გადახედვასაკრებულომ თბილისის მერიის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა საკრებულომ თბილისის მერიის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
-
გადახედვასაბა ბუაძე: კახა კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე საბა ბუაძე: კახა კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე
-
გადახედვაEU-სთან მოლაპარაკებების შეჩერების მიუხედავად, კალაძე ირწმუნება, რომ "ოცნებამ" ქვეყანა ყველაზე მეტად დააახლოვა ევროპას EU-სთან მოლაპარაკებების შეჩერების მიუხედავად, კალაძე ირწმუნება, რომ "ოცნებამ" ქვეყანა ყველაზე მეტად დააახლოვა ევროპას
-
გადახედვათურქეთში ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა თურქეთში ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
-
გადახედვადანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა
-
გადახედვა"ფრანი", "სინთეზი", "ნალი ბენდი" და A'ges მერიის საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენ "ფრანი", "სინთეზი", "ნალი ბენდი" და A'ges მერიის საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენ
კომენტარები