ხოსე სარია: დრეგ კულტურის წევრი აქტივისტი, რომელმაც ამერიკული პოლიტიკა შეცვალა
სან-ფრანცისკოში მდებარე ბლექ ქეთ კაფეში მიმტანებმა სასადილო მაგიდები ოთახის წინა კედელთან შეატყუპეს. ადამიანთა ჯგუფს ჩურჩულის ტალღამ გადაუარა. წარმოდგენა იწყებოდა.
ხალხი მიჩუმდა, როდესაც სახელდახელოდ დამზადებულ სცენაზე პირველი ნაბიჯების ხმა გაისმა. პლატფორმაზე 150 სანტიმეტრამდე სიმაღლის, წითელ სამეჯლისო ფეხსაცმელში, ტანზე მომჯდარ შავ შარვალში, დიადემასა და შალის მოსახვევში გამოწყობილი ფიგურა გამოჩნდა. მას ტუჩებზე ალუბლისფერი ტუჩსაცხი ესვა, ხელში კი ერთი ორქიდეა ეჭირა.
ეს ხოსე სარია იყო. კაცი, რომელმაც 1961 წელს LGBTQ თემის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას შეუწყო ხელი: ის პირველი ღიად გეი ადამიანი გახდა, რომელმაც აშშ-ში სახელმწიფო მოხელის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. "ისინი ცდილობდნენ, რომ გეი ადამიანები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ექციათ. მეორეხარისხოვანი მოქალაქე არასოდეს ვყოფილვარ. მე ხომ ისტორიის ნაწილი ვარ", — ეს სიტყვები თავად სარიას ეკუთვნის.
თუმცა, სანამ სარია ისტორიის ფურცლებზე ჩაეწერებოდა, ის არიებს ხალხით გადავსებულ იმ ბარში მღეროდა, რომელსაც ალენ გინზბერგმა "ამერიკის საუკეთესო გეი ბარი" უწოდა. სარიამ 45-ზე მეტი ოპერა იცოდა და მისი ყველაზე ცნობილი წარმოდგენა ფრანგული ოპერის, კარმენის თავისებური შესრულება იყო. მან ეს საყოველთაოდ ცნობილი პერსონაჟი თანამედროვე სან-ფრანცისკოში მცხოვრებად წარმოადგინა. მისეული კარმენი პოპულარულ cruising spot-ს (სლენგი, რომელიც გეი კულტურაში აღნიშნავს საზოგადოებრივ ადგილს, სადაც ადამიანები სექსუალურ პარტნიორებს ეძებენ) სტუმრობს და პოლიციამ რომ არ დაიჭიროს, ბუჩქებში იმალება.
ბლექ ქეთ კაფეს ერთგულმა სტუმრებმა წარმოდგენა მაშინვე აიტაცეს. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ პერფორმანსის სიუჟეტი მათ ცხოვრებას ძალიან კარგად ასახავდა. 50-იან და 60-იან წლებში სან-ფრანცისკო ქვიარ საზოგადოებისთვის მტრულ ადგილს წარმოადგენდა. 1950-იანი წლების დასაწყისში ჟურნალმა, San Francisco Examiner, საკუთარ სტატიაში "გეი და ტრანს ადამიანების ქალაქიდან გასაძევებლად" დამხმარე ძალა მოითხოვა. პოლიცია კი ცნობილ გეი ბარებში — მათ შორის, სარიას საყვარელ ბლექ ქეთ კაფეშიც — გეი და ტრანს ადამიანებისადმი წაყენებული ცრუ ბრალდებების საფუძველზე მასობრივ დაპატიმრებებს ხშირად აწყობდა.
1961 წლისთვის სარიასთვის მსგავსი მოპყრობა აუტანელი გახდა. როდესაც მან სან-ფრანცისკოს ზედამხედველთა საბჭოში ხუთი თავისუფალი საწევრო ადგილის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა, რომ თანამდებობისთვის ებრძოლა. ეს სარიას მხრიდან გადადგმული წარმოუდგენლად გაბედული ნაბიჯი იყო. თავდაპირველად ის ქალაქის არც დემოკრატიულმა და არც რესპუბლიკურმა პარტიამ არ მიიღო საკუთარ კანდიდატად. თუმცა, სარიას გადაწყვეტილება მტკიცედ ჰქონდა მიღებული და საბოლოოდ, მან მაინც მოახერხა, თავისი სახელი საარჩევნო ბიულეტენზე მოხვედრილიყო. სარიამ დაახლოებით 5,600 ხმა ააგროვა, რითაც 33 კანდიდატს შორის მეცხრე ადგილი დაიკავა.
მოგვიანებით სარიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეობისთვის კენჭისყრის ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება დაგროვილი ბრაზის გამო მიიღო: მან ეს იმის დასამტკიცებლად გააკეთა, რომ ამის უფლება საკუთარი იდენტობის დამალვის გარეშე ჰქონდა.
ხოსე სარიას კამპანიამ ამერიკის პოლიტიკა სამუდამოდ შეცვალა. სწორედ ამ მომენტიდან პოლიტიკოსებმა გააცნობიერეს, რომ ქვიარ საზოგადოების წევრ ამომრჩევლებს ვეღარ უგულებელყოფდნენ. პროგრესი ნელა, თუმცა მტკიცედ წარიმართა. 1977 წელს, სარიას არჩევნებში მონაწილეობიდან 16 წლის შემდეგ, კალიფორნიაში მისი მეგობარი ჰარვი მილკი პირველი არჩეული ღიად გეი თანამდებობის პირი გახდა.
მომდევნო წლებში სარიამ საქველმოქმედო ფონდი, საიმპერატორო კარის სისტემა, Imperial Court System, დააარსა. ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს საზეიმო საღამოს, სადაც ფულს შიდსთან, მკერდის კიბოსთან, ოჯახში ძალადობასა და უსახლკარობასთან საბრძოლველად აგროვებენ. ჩვეულებრივი ტიტულებით თავმობეზრებულმა სარიამ, საკუთარი თავი სან-ფრანცისკოს პირველ იმპერატორ ქალად გამოაცხადა. საიმპერატორო კარის სისტემას დღესდღეობით მსოფლიოს გარშემო 70-ზე მეტი ფილიალი აქვს, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა მიზნისთვის მილიონობით დოლარს აგროვებს.
"ხოსე აქტივისტად ყოფნას არ გეგმავდა. მას, უბრალოდ, იმის დამტკიცება სურდა, რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქის იარლიყზე მეტს იმსახურებდა", — ამბობს ნიუ-იურკის საიმპერატორო კარის სისტემის პრეზიდენტი, კოკო ლაშინი.
სარიამ ეს პრინციპი ცხოვრებისეულ ფილოსოფიად აქცია: "თუ საკმარისად ბევრი ადამიანი იყვირებს, არსებული გარემოებები შეიცვლება". ხოსე სარიამ ბევრს შთააგონა, ეყვირა და იმ ცვლილებებს, რომლებიც მან მოახდინა, მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი გრძნობს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები