15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობას შეძლებენ

ფოტო: TOPGEORGIA
პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა, რომელიც კვების ობიექტებსაც ეხება. მისი თქმით, 15 თებერვლიდან ისინი ღია სივრცეში ფუნქციონირებას შეძლებენ.
"15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები მათ შორის, შეძლებენ ამოქმედდენ ღია სივრცეში", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
კვების ობიექტები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ და გახსნის უფლებას ითხოვდნენ. მათ 6 თებერვალს რესტორნების თვითნებურად გახსნა ჰქონდათ დააანონსებული.
გარდა ამისა, გახარიას თქმით, საქართველოს მასშტაბით 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ბაზრობები. ასევე, 15 თებერვლიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები