საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მანამდე ამ ქალაქებში სკოლების გახსნა 1 მარტამდე არ იგეგმებოდა. 24 იანვარს საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა უმეტესობა დატოვა. დღეს კი, გიორგი გახარიამ რამდენიმე შეზღუდვის შემსუბუქება დააანონსა. მათ შორის, საქართველოში ტრანსპორტი და ბაზრობები 8 თებერვლიდან სრულად ამუშავდება, ხოლო კვების ობიექტები ღია სივრცეში 15 თებერვლიდან შეძლებენ მუშაობას. ამასთან, შეზღუდვები შაბათ-კვირას ისევ შენარჩუნდება.

ამავე თემაზე: