არასანდო მთხრობელები 10 ფილმიდან და სერიალიდან, რომლებიც ყველაფერში გვაეჭვებენ
რა არის ფილმებსა თუ სერიალებში არასანდო მთხრობელზე უფრო სახალისო? ისინი ნამდვილი გართობის შესახებ არსებულ ცრუწმენებს გიქარწყლებენ: გაიძულებენ, საკუთარი თავი დაადანაშაულო იმისთვის, რომ მარტივად მოტყუვდი და გიბიძგებენ, ნანახი ფილმი გონებაში გადაიმეორო და მას სულ სხვა თვალით შეხედო.
უკანასკნელ ათწლეულში უამრავი არასანდო მთხრობელი გვყოლია, რისი მიზეზიც, ალბათ, ის მედიაეპოქაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ინტერნეტის წყალობით, ინფორმაციას ძალიან სწრაფად ვიღებთ, ამიტომ წყაროებს გადამოწმებისა და კვლევისთვის ნაკლები დრო რჩებათ. როგორც ფილმებისა და სერიალების მაყურებლები, ჩვენ არასანდო მთხრობელების ნაამბობს თვალდახუჭული ვენდობით. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ჩვენი საყვარელი რეჟისორების შთაგონების წყარო.
გადავქექოთ ჩვენი მეხსიერება და გავიხსენოთ ყველა ის შემთხვევა, როცა მოტყუებულის როლში ყოფნა საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ქვემოთ მოყვანილი მაგალითები სპოილერებითაა სავსე, ამიტომ თუ ფილმის გადამწყვეტი მომენტების გაგება არ გსურთ, სჯობს კითხვა აღარ გააგრძელოთ.
1. ბრაიონი ტალისი - მონანიება
მისი დის, სესილიასა, და სესილიას შეყვარებულის, რობის, ურთიერთობაზე ბრაიონის მცდარი აზრის გამო რობი გაუპატიურების ბრალდებით ციხეში აღმოჩნდება. მაყურებელი შვებით ამოისუნთქავს, როცა იგებს, რომ ციხეში რამდენიმე წლის გატარების შემდეგ, რობი და სესილია ერთმანეთს კვლავ ხვდებიან და ქორწინდებიან, თუმცა ფილმის დასასრულს გულშემატკივრებს ერთიანად ანადგურებთ სასტიკი სინამდვილე: რობისა და სესილიას ქორწინება გამოგონილია. ბრაიონი არა მხოლოდ შესანიშნავი მატყუარა, არამედ გასაოცარი მწერალიცაა და სესილიასა და რობის ქორწინება მხოლოდ მისი ნოველის ნაწილია. სინამდვილეში სესილია და რობი ომს ერთმანეთთან შეხვედრის გარეშე ეწირებიან.
2. ტედი დენიელსი - შეშლილთა კუნძული
რატომ ეწინააღმდეგება ფსიქიატრიული საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი დენიელსს, რომელიც დაკარგული პაციენტის საქმის გამოძიებას ცდილობს? რატომ აწუხებს ძლიერი თავის ტკივილები მთავარ პერსონაჟს და რატომ ხედავს გარდაცვლილ ცოლს? თუ ფილმის ყურებისას გგონიათ, რომ ჭკუიდან გადადიხართ, დიდი ალბათობით, ამ კომპლექსური პერსონაჟის კარგად გასაგებად სწორედაც რომ შესაბამის მდგომარეობაში იმყოფებით.
3. ჰარტი და ქოული - ნამდვილი დეტექტივი
სერიალში რამდენიმე მინიშნებაა, რომლებიც გვირჩევენ, ბოლომდე არ ვენდოთ ყველაფერს, რასაც ჰარტი (ვუდი ჰარლსონი) და ქოული (მეთიუ მაკკონაჰი) გვიყვებიან. ჰარტი მატყუარაა, რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელია, ხოლო ქოული ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ეტანება და მენტალური პრობლემებიც აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ნაამბობს ობიექტურს ვერ ვუწოდებთ.
4. ჩარლი - მარტოსულობის უპირატესობანი
ჩარლი ერთი უცნაური ბავშვია, არა? მორცხვია, ღრმად დამარხულ მოგონებებთან ერთად ცხოვრობს და ხანდახან ნერვული შეტევებიც ემართება. ჩარლის გარდაცვლილი დეიდა, ჰელენი, რომელიც ბავშვობისას მათ ოჯახში ცხოვრობდა, მშვენიერი ქალბატონი იყო... ან არ იყო. როცა მოვლენების ჩარლისეულ აღქმას არ დასჯერდებით, ყველაფერი თავდაყირა დადგება და ჩარლის ცვალებადი ქცევების რეალურ მიზეზებსაც გაიგებთ.
5. მთხრობელი - მებრძოლთა კლუბი
ეს ფილმი ნანახი გაქვთ? თუ არა, გთხოვთ, ეს აბზაცი გამოტოვეთ, რადგან წინ ამ გასაოცარი ფილმის სპოილერები გელით. თუ ფილმი მეგობრებთან ერთად ნახეთ, შესაძლოა პატარა თამაშშიც ჩაბმულხართ და შემოთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთიც აგირჩევიათ; სექსუალურ, თუმცა გიჟ ტაილერ დერდენთან (ბრედ პიტი) ურთიერთობა გირჩევნიათ თუ აპათიურ, მაგრამ მიმზიდველ ანონიმურ მთხობელთან, რომელსაც ედვარდ ნორტონი განასახიერებს? ფილმის დასრულების შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ პიტისა და ნორტონის პერსონაჟებს შორის მერყეობა შესაძლოა, ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთებას სულაც არ გულისხმობდეს.
6. ნიკი და ემი - გაუჩინარებული ქალი
ნიკი და ემი, რაღაც კუთხით, შესაფერისი წყვილია იმიტომ, რომ ორივე არასანდო მთხრობელია. ჩვენ ნიკის ღალატის ამბავს მხოლოდ ფილმის შუაში ვიგებთ, მანამდე კი ის თავს ნაკლოვანებებით სავსე, თუმცა მოსიყვარულე მეუღლედ ასაღებს. რაც შეეხება ემის, ის მზაკვრული გეგმების მოფიქრებისა და ფაქტების გაყალბების დედოფალია, რომელიც საკუთარ დღიურშიც კი ტყუის.
7. ტრევორ რეზნიკი - მემანქანე
ინსომნიით დატანჯულსა და გამოფიტულ ტრევორ რეზნიკს, რომელსაც თითქმის ერთი წელია არ უძინია, უცნაური და წარმოუდგენელი მოვლენები მოსვენებას არ აძლევს. მაგრამ არის თუ არა ის მსხვერპლი, რომლადაც თავი მოაქვს? იქნებ, თავადვეა საკუთარი ტანჯვის მიზეზი?
8. ლეონარდ შელბი - მემენტო
ამნეზია - არასანდო მთხრობელად ყოფნის ძველი და ერთგული მეგობარი. იდეალური არასანდო მთხრობელი ხომ სწორედ ისაა, ვისაც საკუთარი ტყუილების სჯერა. მკვლელობასთან დაკავშირებული მოვლენების შელბისეული აღქმა ნამდვილად დამაბნეველია.
9. ელიოტ ანდერსონი - მისტერ რობოტი
ვინ არის ელიოტ ანდერსონზე ნაკლებად სანდო და მასზე უფრო სასიამოვნოდ საყურებელი პერსონაჟი? პირველი სეზონი მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამჟღავნებით სრულდება: მისი გარდაცვლილი მამა, ე.წ. მისტერ რობოტი, არა ცოცხალი ადამიანი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ელიოტის წარმოსახვის ნაყოფია.
10. მთხრობელები - რაშომონი
1950 წელს გადაღებული ეს იაპონური ფილმი თავს არა ერთი, არამედ ოთხი არასანდო მთხრობელით იწონებს. თითოეული მათგანი ერთი სამურაის მკვლელობის ისტორიას განსხვავებულად გვიყვება.
სერიალებსა და ფილმებში არასანდო მთხრობელთა ყურება გვაიძულებს, ჩვენც მოვირგოთ კრიტიკოსის მანტია და უფრო სკეპტიკური და დეტალებზე ორიენტირებული მაყურებლები ვიყოთ. მიუხედავად იმისა, გხიბლავთ თუ არა მოულოდნელი დასასრული, თუ ფილმებით თავის შექცევა გიყვართ, შეფასებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად გირჩევთ, ჩამოთვლილი ფილმები ნახოთ. იქნებ, მომდევნო ჯერზე ასე მარტივად აღარ მოტყუვდეთ.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს და, ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
კომენტარები