ჩეშირის საბჭოს წევრების ჩხუბი Zoom-ის შეხვედრაზე ინტერნეტის ახალი სენსაციაა
მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეა სახლში ხარ ჩაკეტილი, გარეთ პანდემიაა, ხოლო საქმიანი შეხვედრისას მონაწილეები არამეგობრულად იქცევიან და თავს ვერ აკონტროლებენ, რთულია სიმშვიდის შეკავება. მაგრამ, როცა ჯეკი ვეივერი ხარ და უსაზღვრო მოთმინებას ფლობ, შენთვის შეუძლებელი არაფერია.
ყველაფერი 10 დეკემბერს მოხდა, თუმცა ვიდეომ ინტერნეტში "მზის სინათლე" 4 თებერვალს იხილა. საქმე იმაშია, რომ ჩეშირში ქალაქ ჰენდფორსის საბჭოს Zoom-ის შეხვედრა ქაოსში გადაიზარდა — მრჩეველები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ და რამდენიმე მათგანი თათბირიდან გააძევეს კიდეც.
თათბირის გახსნისას, ერთ-ერთმა მრჩეველმა ჩუმად და უმისამართოდ შეიგინა, თუმცა მოვლენები არც ამის შემდეგ განვითარებულა მშვიდობიანად. საბჭოს მდივანმა, შეხვედრის "ჰოსთს", ჯეკი ვეივერის მოსთხოვა, რომ ონლაინ თათბირიდან ისევ არ გაეძევებინათ, როგორც ეს წარსულში მოხდა. მას თავის სახელად "კლერკი" ეწერა და დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როცა ვეივერის თათბირზე ყოფნის მიზეზი მოსთხოვა და "კანონების ცოდნაში" დაავალდებულა:
"მოკეტე და ნუ ცდილობ ის იყო, ვინც არ ხარ!" — ყვირის ის ვიდეოში, მოგვიანებით კი საკუთარი ძალაუფლების აღიარებას მოითხოვს.
ამის შემდეგ, თვითგამოცხადებულმა კლერკმა შეხვედრა არალეგიტიმურად გამოაცხადა.
"შეწყვიტე საუბარი, შენ აქ არანაირი ძალაუფლება გაქვს და ვერც ჩემს გაგდებას შეძლებ შეხვედრიდან", — უყვირის ის ჯეკი ვეივერის.
ამის შემდეგაც ის ვეივერიმ ონლაინ თათბირიდან აუღელვებლად გააძევა, თუმცა ამჯერად ყვირილი სხვა კაცებმა დაიწყეს. როცა ერთ-ერთმა ქალმა მონაწილემ სხვებს ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდა, კაცებმა სიცილი ატეხეს. საბოლოოდ ონლაინ თათბირიდან ვეივერმა ისინი გააძევა.
"მიუღებელი საქციელია, ამ შეხვედრის ჩანაწერი მონიტორინგს გადაეცემა", — ამბობს ვეივერი ვიდეოში.
რადგან შეხვედრის პარალელურად მიკროფონი არავის აქვს გამორთული, მონაწილეების ეკრანებიდან ისმის ტუალეტის ჩარეცხვის ხმები, ტელეფონზე საუბარი, ყვირილი: "აქედან მოშორდი შე სულელო, ვერ ხედავ რომ შეხვედრაზე ვარ?" და ა.შ.
"ის თავს კლერკს უწოდებდა, ასე ეწერა სახელში. მე მინდა ამ შეხვედრაზე ყველამ ბრიტნი სპირსი დამიძახოს", — ხუმრობს ვეივერი მოგვიანებით ვიდეოში.
პანდემიის და ლოქდაუნის პარალელურად, ონლაინ შეხვედრაში გამომჟღავნებული დაძაბულობა ინტერნეტისთვის გულწრფელი და სახალისოც კი აღმოჩნდა და ტვიტერზე ვირუსულად გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოს პლატფორმაზე 4.5 მილიონი ნახვა აქვს.
როგორც უკვე მიხვდით, თათბირის გმირი ჯეკი ვივერი გახლდათ. სწორედ ის იყო ზუმის შეხვედრისთვის მიწვეული "ჰოსთიც". ტვიტერის მომხმარებლების აზრით, მან ღირსეულად აიტანა მის მიმართ გამოთქმული უსიამოვნო შეძახილები და პლატფორმის გმირად და მიმების წყაროდაც იქცა.
ტვიტერმა საღამოს ექვს საათზე ინგლისის მასშტაბით მისთვის ტაშის დაკვრაც კი დაგეგმა:
"როგორც პრემიერმა თქვა, 6 საათზე ყველა ვუკრავთ ტაშს ჯეკი ვეივერის, იგივე ბრიტნი სპირსს"
"ჯულის აიპადი, სინი, სიუ და ჯეკი — მიყვარხართ"
იმედია ნეტფლიქსი თქვენზე სერიებს გადაიღებს
ჯეკისთან ბიბისიმ ინტერვიუც ჩაწერა და რჩევები მოისმინა, როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღირსება ონლაინ თათბირებზე.
საბჭოს წევრები ინგლისის ადგილობრივ მმართველობაში მნიშვნელოვანი პირები არიან და ქუჩების დაგეგმარებაში, რეკრეაციასა და გარემოს დაცვაში გადამწყვეტი როლიც კი ენიჭებათ.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
კომენტარები