ახლო აღმოსავლეთი, როგორადაც ის ძველ ჰოლივუდს წარმოედგინა
აბუდი აბუ ჯოდის პლაკატებიდან ჯადოსნური არსებების, სასიყვარულო ამბების და თავგადასავლების სენსაციური, თვალწარმტაცი სურათები გაბედულ, კაშკაშა, გამაოგნებელ ფერებად იფრქვევა. ბეირუთის ვიწრო ქუჩაში ჩამალული მისი მაღაზიის კედლების თითოეული სანტიმეტრი დაფარულია ფილმების ვინტაჟური პოსტერებით, რომლებითაც დედაქალაქის ქუჩები 1920-1970-იან წლებში იყო აჭრელებული. ახლა კი მათ უკვე 40 წელზე მეტია, ზოლებიან მაისურში გამოწყობილი, თეთრთმიანი კაცი აგროვებს და ათასობით მათგანს თავის უნიკალურ კოლექციაში უყრის თავს.
1952 წელს დაბადებული აბუ ჯოდი ლიბანში იმ პერიოდში გაიზარდა, როცა ქვეყნის ქალაქები სავსე იყო კინოთეატრებით. მისი თქმით, მხოლოდ ბეირუთში 50-ზე მეტი კინოთეატრი იყო. ჯოდი კინოჩვენებებს კვირაში 3-4-ჯერ ესწრებოდა და უყურებდა ყველაფერს — ალადინიდან კუბრიკამდე.
მას უკვე მაშინ უყვარდა ყურადღების მიმპყრობი, თვალწარმტაცი პოსტერები, რომლებიც გრანდიოზულ ფანტაზიებსა და მიმზიდველ სცენებს ასახავდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეამჩნია, რომ ზოგიერთი გამოსახულება გამუდმებით მეორდებოდა. აბუ ჯოდი ამბობს: "აღმოვაჩინე, რომ ის ფილმები ან ფილმების პოსტერები, რომლებიც არაბების შესახებ იყო შექმნილი, აგრძელებდნენ არაბების იმ სახით ჩვენებას, როგორითაც მე-18 და მე-19 საუკუნეებში წარმოედგინათ: უდაბნო, კარავი, მუცლის ცეკვა, ჰარამხანა, სულთანი, მეფე. სტერეოტიპული სურათები პოსტერებზე აგრძელებდნენ ცხოვრებას".
პოსტერებში სილამაზე ტლანქ ორიენტალიზმთანაა დაწყვილებული. ფილმებში, რომლებსაც ეს პოსტერები არეკლამირებენ, არაბების როლს თითქმის ყოველთვის თეთრკანიანი მსახიობები თამაშობენ, ხოლო შემქმნელებად ყოველთვის ამერიკელი რეჟისორები გვევლინებიან.
პოსტერებზე სათაურები ხან ავხორცულია (ბაღდადის ლამაზი გოგოები), ხანაც საოცრად უჩვეულო (გიგანტური მკვლელი კიბორჩხალა!). ფილმების სიუჟეტები კლასიკურ ორიენტალისტურ მითებს ასახავენ ვნებიან, ველურ არაბ კაცებზე, რომლებიც ჰიპერსექსუალიზებულ ქალებს ატყვევებენ. ამ ქალებს მუცლის ცეკვისთვის განკუთვნილი გამომწვევი სამოსი აცვიათ და გარემოებათა მიუხედავად, მოვლენები ყოველთვის უდაბნოში ვითარდება.
ფანტაზია, რომელსაც ეს პოსტერები ხორცს ასხამენ, მძლავრი და საშიში იყო, ამბობს ომარ ტავაბე, ბეირუთის ხელოვნების ცენტრიდან. "ხალხს საკმარისად გათავისებული არ აქვს, თუ რამდენად მძლავრი იარაღია სურათი. ჩემი აზრით, ის, თუ რას ფიქრობს დანარჩენი სამყარო ჩვენზე, ძირითადად, სურათებზეა დამყარებული", — გვიხსნის ტავაბე, — "შეიძლება, ეს პოსტერები არაფრად მოგვეჩვენოს და ვთქვათ, ეს ხომ უბრალოდ ფილმია, მაგრამ როდესაც ერთ ფილმს მეორე მოსდევს და ეს პროცესი თაობები გრძელდება, თავად სურათი კი არ იცვლება, მსგავსი რეპრეზენტაცია უკვე პრობლემური ხდება".
ტავაბე ამბობს, რომ ძველი პოსტერების თანამედროვე გალერეებში გამოფენა და ანალიზი იმისთვისაა საჭირო, რომ მნახველში კულტურათა მეინსტრიმულ რეპრეზენტაციაზე აღძრას კითხვები და დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა როლს თამაშობს ფანტაზია რეალობის აღქმაში. მისი თქმით, ორიენტალისტური სტერეოტიპები კინოხელოვნების მიღმაც ფესვგადგმული იყო და მაგალითად მოყავს გამონათქვამი, რომელიც The New York Times–ის 1979 წლის სტატიის თანახმად, ჩერჩილს ეკუთვნის: "არაბები ჩამორჩენილი ხალხია, რომლებიც არაფერს ჭამენ, გარდა აქლემის ექსკრემენტებისა".
ფილმების პოსტერები იმ შეხედულებას აღრმავებენ, რომლის მიხედვითაც, არაბები "ველურები, ჩამორჩენილები არიან, ცხოვრობენ კარვებში და აქლემებით გადაადგილდებიან", — ამბობს ტავაბე. მისი თქმით, გზავნილი ის იყო, რომ არაბები არაცივილიზებულები იყვნენ, ხოლო დასავლური ქვეყნები განვითარებულნი — ეს სწორედ ის რწმენაა, რომელიც არაბული სამყაროს კოლონიზაციის გამართლების საშუალებას იძლეოდა. "ჩვენ [დასავლელები] ცივილიზებულები და ძლევამოსილები ვართ, არმიები გვყავს, მაღალტექნოლოგიური იარაღი გვაქვს და მათი დაპყრობა, მათი გამოყენება შეგვიძლია. ამგვარად, ყველაფერი არაბული სამყაროს გასაცოდავებით იწყება, შემდეგ კი ეს ნარატივი გარდაიქმნება ერთგვარ მოწვევად არაბული სამყაროს რესურსების მოპარვაზე და მასზე ძალაუფლების მოპოვებაზე".
პოსტერები აჩვენებენ, როგორ ირეკლავდა პოპკულტურა 1950-იანების, 60-იანებისა და 70-იანების პოლიტიკას. აბუ ჯოდის თქმით, მეორე მსოფლიო ომამდე ბეირუთში შემოტანილი ფილმების უმეტესობა ეგვიპტიდან და ევროპიდან მოდიოდა, ხოლო ომის შემდეგ ამერიკული ძალაუფლებისა და ჰეგემონიის ზრდასთან ერთად ბაზარი ამერიკულმა ფილმებმა დაიპყრო.
საწყის ეტაპზე ამერიკული ფილმები კარვებით, მუცლის მოცეკვავეებითა და მდიდარი სულთნებით სავსე არაბული სამყაროს ეგზოტიცირებას ახდენდა. მაგრამ 1967 წელს, ისრაელსა და არაბულ კოალიციას შორის გამართული ექვსდღიანი ომის შემდეგ, აბუ ჯოდის თქმით, დასავლეთის თვალში არაბების იმიჯი შეიცვალა. მან შეამჩნია, რომ გმირებად წარმოდგენის მაგივრად ისინი ტერორისტებად იქცნენ. "1967 წლის ომის შემდეგ არაბი პერსონაჟები ძალიან ბოროტები ან შეშლილები გახდნენ", — ამბობს ჯოდი, — "ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო და იმის მერე ეს ხატი ძლიერდება — განსაკუთრებით, 2011 წლის შემდეგ".
დღევანდელი ფილმები ორიენტალიზმის ახალ ტიპს წარმოადგენენ, ამბობს ტავაბე. "ახლა ნაკლები ფეტიშიზაციაა — ის მთლიანად არ გამქრალა, მაგრამ უფრო მეტად არაბთა დეჰუმანიზაცია ხდება. ეს კი ძალიან ეფექტიანი შეიძლება იყოს რადიკალი მემარჯვენეებისთვის, რომლებიც ახლა ძალას იკრებენ".
ტავაბეს 2018 წლის ფილმი, ბეირუთი მოყავს მაგალითად, რომლის ტრეილერშიც კვამლში მოცული შენობების ნანგრევებია ნაჩვენები, ერთადერთი არაბი პერსონაჟი კი ტერორისტადაა გამოყვანილი და ის პროტაგონისტის მეგობარს იტაცებს. ეს ვიზუალი ჰიპსტერული ყავის მაღაზიებით, მოლებითა და რესტორნებით სავსე ყოველდღიური ბეირუთისგან ძალიან განსხვავდება.
"თუ რიგითი ევროპელი მოქალაქე ხარ, რომელიც არაბული სამყაროს შესახებ მთელ ცოდნას ბეირუთის მსგავსი ფილმებიდან და სამშობლოს მსგავსი სერიალებიდან იღებს, მაშინ რა გასაკვირია, თუ არაბებისადმი შიშით ხარ განწყობილი და გგონია, რომ ისინი ევროპულ ცივილიზაციას განადგურებით ემუქრებიან", — ამბობს ტავაბე.
ის, თუ რატომ უყვარს აბუ ჯოდის ძველი პოსტერები, ნაწილობრივ იმით იხსნება, რომ მას მოსწონს კინოხელოვნების ჭრილში პოლიტიკისა და ღირებულებების ცვალებადობაზე დაკვირვება. "1960-იანებისა და 70-იანების ეს პოსტერები გვაჩვენებენ, რისი ნახვა უნდოდა საზოგადოებას — თავგადასავლის, ომის, სიყვარულის და სექსის. მათი საშუალებით შეგიძლია ასევე დაინახო საზოგადოების განვითარების ფაზები". ჯოდისვე თქმით, ეკრანზე დღეს ნაკლებ ცეკვას, სმას, ქალსა და კაცს შორის ურთიერთობას ხედავს, რაც მისი აზრით, ირეკლავს 60-70-იანი წლების შემდგომ დაწყებულ საზოგადოებრივი ნორმების გამკაცრების ტენდენციას. 80-90-იან წლებში მზარდმა სახელმწიფო ცენზურამ და რელიგიურმა სენტიმენტებმა დიდ ეკრანზე სექსუალობის ამსახველი სცენები შეამცირა, რაც აბუ ჯოდის პოსტერებზეც აისახა.
ჯოდის თქმით, ის კინოსეანსებზე ყოფნისას მიხვდა, რომ ამერიკული ფილმები მას "უცხოდ" წარმოაჩენდნენ. მაგრამ მან ისიც შეამჩნია, რომ ამერიკულ ფილმებში ყველა სახის "მტერს" ერთნაირად ხატავდნენ. "ამერიკულ კინოში მტრებად მხოლოდ არაბები არ გვევლინებიან. ისტორიის განმავლობაში ზოგჯერ ებრაელებს წარმოაჩენდნენ ანტაგონისტებად, ზოგჯერ გერმანელებს, რუსებს თუ მექსიკელებს. ამასთან, ყველა უცხო პერსონაჟი რასისტულ ჭრილში იყო წარმოდგენილი... სამწუხაროდ, ადამიანებს ზოგადად გვჩვევია უცხოს განსხვავებულად წარმოჩენა... პრობლემა ზოგადსაკაცობრიოა".
მაგრამ ამ ტროპების მიუხედავად, აბუ ჯოდის არ შეუძლია ფილმების ნოსტალგიის გარეშე გახსენება. მას მაინც უყვარს სინბადი, ათას ერთი ღამე და ბაღდადის ქურდი. "როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვგიჟდებოდი ამ ფილმებზე და მიყვარდა მათი პოსტერების შენახვა, რათა მომავალში ხალხს შეძლებოდა ამ უკვე წარსულს ჩაბარებულ ნამუშევართა აღმოჩენა", — ამბობს ის.
ეს კოლექცია მას თავისი ახალგაზრდობის, 1960-1970–იანი წლების ბეირუთს ახსენებს — ძველ კინოთეატრებსა და დროს, როდესაც პოსტერები ერთადერთი გზა იყო, გაგეგო, რა ფილმები გადიოდა იმ მომენტში კინოდარბაზებში. ის თავისი მაღაზიის უკან მოწყობილ ოფისში ფილმების ბილეთებსაც ინახავს და ამ გზით სიცოცხლეს უხანგრძლივებს დიდი ხნის წინ დახურული, მაგრამ ერთ დროს კაშკაშა, საშიში ფანტაზიებით სავსე პოსტერებით გადაჭრელებული კინოთეატრების მოგონებებს.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები