ბათუმში აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დაუმორჩილებლობის აქციაზე ბათუმში 11 პირი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ 9 ადამიანი ათასი ლარით, ხოლო 2 დაკავებული 1 500 ლარით დააჯარიმა.

აქციაში მონაწილე ერთ-ერთი ქალი ყვება, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, სამართალდამცავმა მას ყელში მოუჭირა.