მარტვილში მოწყობილ 134000-ლარიან სოციალურ საცხოვრისს ბენეფიციარები ვერ იყენებენ — აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში მოწყობილია 133,9 ათასი ლარის ღირებულების სოციალური საცხოვრისი, რომელსაც ბენეფიციარები ვერ იყენებენ. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტშია საუბარი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2018-19 წლებში სოციალური პროგრამების ფარგლებში უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ბინის ქირით ყოველთვიურად 50-100 ლარით ეხმარებოდნენ. საანგარიშო პერიოდში მარტვილის მერიას 8-13 ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის 22,2 ათასი ლარი აქვს გადახდილი.
ხარჯების შესამცირებლად 2016 წელს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უსახლკაროდ დარჩენილი რვა ოჯახისთვის სოციალური საცხოვრისი მოეწყო. აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ამისთვის 2017 წელს მერიამ 18 ათას ლარად შეისყიდა სოფელ ვედიდკარში ორსართულიანი, 436მ2 საერთო ფართის შენობა-ნაგებობა, რომლის სარემონტო სამუშაოებიც განხორციელდა ეტაპობრივად — 2017-2020 წლებში. კერძოდ, სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებულია ოთხი ხელშეკრულება და სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 115,9 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული შენობის შეძენასა და რემონტში დახარჯულია ჯამში 133,9 ათასი ლარი.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ გასული წლის ივნისში საცხოვრისი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, რეაბილიტაცია არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო გაიწელა, თუმცა აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებას.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბინაში საცხოვრებლად არ გადასულა არც ერთი ოჯახი იმ 8 ოჯახიდან, ვისთვისაც მერიამ შენობა შეისყიდა.
"პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შენობის შეძენამდე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამით მოსარგებლე რვავე ბენეფიციარი გამოიკითხა სიტყვიერად და მათ თანხმობა განაცხადეს აღნიშნულ შენობაში საცხოვრებლად გადასვლაზე, თუმცა შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, წერილობითი გამოკითხვისას, პირობა შეცვალეს. უარის ძირითად მიზეზად დასახელდა შემდეგი: ერთი ოჯახის წევრი იყო შშმ პირი და შენობა არ იყო შესაბამისად ადაპტირებული; შვიდი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ქ. მარტვილში და შენობა დაშორებული იყო მათი სამუშაო ადგილებიდან", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მუნიციპალიტეტმა ვერ განმარტა რა გათვლებსა და კვლევებს ეფუძნებოდა შენობის შეძენა, არ დაუდგენია რა დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდებოდა. ამასთან, 2016 წელს, გადაწყვეტილების მიღებისას, პროგრამის მონაწილეებს მერია წელიწადში უხდიდა დაახლოებით 6 ათას ლარს, ხოლო შენობის შეძენა-რეაბილიტაციისათვის დახარჯულია 133,9 ათასი ლარი და ახლა კვლავ უწევს ქირის გადახდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები