მილენიალების და Gen Z-ის თაობათა შორის უფსკრული თუ არა, ნაპრალი ნამდვილად არსებობს, და იმის მიუხედავად, რომ მათი შეხედულებები ხშირად განსხვავდება, დროის ნაპრალი არც თუ ისე დიდია. თუმცა, ამ ორი თაობის წარმომადგენელთა ხასიათი და პიროვნულობა ხშირად ისე განსხვავდება, როგორც დღე და ღამე.

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და ცნებების განსამარტავად:
ჯენზი, იგივე Gen Z — თაობა, რომელიც დაიბადა 1997 წლიდან 2012 წლამდე;
მილენიალები, იგივე Gen Y — თაობა, რომელიც დაიბადა 1981-დან 1996 წლამდე.
მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანი, ცხადია, ინდივიდუალურია და თავისი პიროვნულობით, შესაძლოა, სულაც არ იდენტიფიცირდებოდეს საკუთარ თაობასთან.

სამარადისო კამათში ბრალმდებლის როლში მეტწილად ჯენზი გვევლინება ხოლმე და რაში დაადანაშაულებდნენ სხვა თაობის წარმომადგენელს, თუ არა — ძველმოდურობაში.

და მაინც, ჯენზის აზრით, რას აკეთებენ მილენიალები ისეთს, რასაც დიდი ხანია, ყავლი გაუვიდა.

1. თმების შუაზე გაყოფა

ფოტო: Giphy

ხაზი რომ უფრო სწორია, ვიდრე მათი აზრი ჯენზი თაობაზე.

2. ეგრეთ წოდებული მოტკეცილი ჯინსები

ფოტო: Tenor

თან, აქეთ რომ აკრიტიკებენ ყველას, ვინც "აჯაჯულ" ჯინსებს ატარებს?!

3. გადაფიჩინების ემოჯის ძალიან ხშირად გამოყენება

ფოტო: Giphy

რატომ უნდა გამოიყენო ბედნიერების ემოჯი, როცა იგივე უამრავი ერთსიტყვიანი ემოციით შეგიძლია გადმოსცე: "ვხოხავ", "ვკვდები" და სხვა.

4. სელფების ზემოდან გადაღება

ფოტო: Giphy

სერიოზულად. დავიღალეთ ხალხის ზემოდან ყურებით.

5. და სელფის დროს კამერის ნაცვლად ეკრანზე მიშტერება

ფოტო: Giphy

სხვა ყველაფერთან ერთად, მილენიალებს ჩიტის დაჭერაშიც სავარჯიშო აქვთ.

6. და, საერთოდაც, სიტყვა "სელფის" გამოყენება

ფოტო: Tenor

"სელფი გადავიღოთ", "სელფი გამომიგზავნა", სელფი, სელფი, სელფი.

7. ყავაზე გაფანატება

ფოტო: Tenor

"ყავა თუ არ დავლიე, იმ დღეს ცოცხალი არ ვარ".
აქამდე რომ პეტიცია არ დაწერეს ონკანიდან წყლის ნაცვლად ყავის მიღებაზე, არ გიკვირთ?

8. ღვინოზე გაფანატება

ფოტო: Tenor

ამას როგორმე გადავიტანდით, სუფრაზე ჯანიანად რომ არ ანჯღრევდნენ ბოკალს და შემდეგ გამოცდილი დეგუსტატორივით არ ყნოსავდნენ.

9. ლობიანის და ხაჭაპურის გვერდით პიცის არჩევა

ფოტო: Giphy

სხვა თუ არაფერი, ბუმერებს და ჯენზის პატრიოტული სულისკვეთებით ლობიანის სიყვარული მაინც აერთიანებს.

10. ქვიზების ზედმეტად სერიოზულად მიღება

ფოტო: Giphy

"ეს რა ქვიზია საერთოდ, სულაც არ ვარ ვიღაც ჩარლი დ'ამელიო!!!"