შსს დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებს აჯარიმებს, აქტივისტები გადახდას არ აპირებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6-7 თებერვალს, დაუმორჩილებლობის აქციაზე მყოფი პირების დაჯარიმება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მობილიზებული იყო ასეულობით პოლიციელი, პროტესტში მონაწილე მხოლოდ რამდენიმე პირი დააჯარიმეს, სხვებს კი მომდევნო დღეებში ტელეფონით აცნობეს.
მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტის, მარიამ დოლიძის განცხადებით, შსს-დან დღეს, 9 თებერვალს, დილით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია სამართალწარმოება ადმინისტრაციული წესით.
ის განხილვაზე დაიბარეს. აქტივისტი მისვლას არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
"არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჯარიმააო მითხრეს. ზოგადად, დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი აზრი და გააპროტესტოს შეზღუდვა, რომელსაც მიიჩნევს უსამართლოდ, არაეფექტურად და მიზანშეუწონლად", — ამბობს დოლიძე On.ge-სთან.
მსგავსი შეტყობინება მიიღო ორმა კიდევ აქტივისტმა — შუშანა მაცაბერიძემ და თამთა გოგოლაძემ.
"მითხრეს, რომ უნდა მივსულიყავი განხილვაზე. ვუთხარი, რომ არ მოვიდე თუ შეიძლება-მეთქი და თქვენი ნებააო. ეს ჯარიმა არის უკანონო, რადგან შეკრება-მანიფესტაცია იყო ჩვენი აქტი კომენდანტის დარღვევის და სრულიად არაკონსტიტუციურია, რომ ამაზე დაგვაჯარიმონ.
გადახდას არ ვაპირებ. არც სასამართლო დარბაზში მასკარადსა და ფარსში მონაწილეობის მიღება მინდა, რადგან თავიანთ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანენ საბოლოო ჯამში", — განუცხადა გოგოლაძემ On.ge-ს.
შუშანა მაცაბერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ოქმებში თავისი ტელეფონის ნომერი არაერთხელ დააფიქსირა, შსს-მ მის სახელზე რეგისტრირებულ სხვა ნომერზე დარეკა, რომელსაც არასრულწლოვანმა დისშვილმა უპასუხა. აქტივისტის თქმით, ბავშვი დაისტრესა და უწყების მხრიდან ეს არასწორი საქციელია.
"პოლიცია სახეზე მცნობს და აქციებზე მესალმებიან ვიღაც უცხო პოლიციელები, რომლებიც არ ვიცი ვინ არიან. დაკავებული ვყავარ ამ ადამიანებს ორჯერ და ორივე ოქმში ჩაწერილი მაქვს ჩემი ნომერი, შესაბამისად, ბაზაში ჩემი ნომერი უნდა ყოფილიყო. იმ ბაზაში უნდა მოეძებნათ და ამის მაგივრად დარეკეს სხვა ნომერზე და დასტრესეს ბავშვი. ეს ყველაფერი არის მარაზმი", — ამბობს ის.
მაცაბერიძის თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან არაკონსტიტუციურად მიაჩნია.
"კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით რუსეთისკენ. ამ აბსურდს და ბოროტებას აუცილებლად ექნება პასუხი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან", — აცხადებს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ დაუმორჩილებლობის აქციაზე იდენტიფიცირებულია 51 პირი. მათი თქმით, აქედან 8 ადამიანი 2 000 ლარით დააჯარიმეს გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, 24 პირზე კი დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ 51-დან 19 პირის მიმართ გამოძება სისხლის სამართლი კოდექსით დაიწყო გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის გამო.
მოძრაობა სირცხვილიაში აცხადებენ, რომ ჯარიმები უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტია და მოუწოდებენ დაჯარიმებულებს, ინფორმაცია მიაწოდონ.
"იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს — აუცილებლად შეგვატყობინეთ", — წერია მათ განცხადებაში.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია 7 თებერვალს, გამართეს. აქცია მიმდინარეობდა ბათუმშიც. მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, როგორც კომენდანტის საათის მოხსნას, ასევე, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს სრულად აღდგენას.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები