კრიტიკის პასუხად სააკაშვილი უკრაინის ელჩს "კორუმპირებულსა" და "სამარცხვინოს" უწოდებს
უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის კრიტიკას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კრიტიკითვე პასუხობს და მას "კორუმპირებულად", "სამარცხვინოდ" მოიხსენიებს. სააკაშვილის მტკიცებით, დოლგოვი უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პოროშენკომ ერთადერთ მიზნით "მის წინააღმდეგ" საბრძოლველად დანიშნა. მისივე თქმით, დოლგოვი აზიანებს უკრაინისა და საქართველოს იმიჯს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
სააკაშვილი ელჩს ადანაშაულებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უკრაინელი დამკვირვებლების ჩამოსვლის ხელისშეშლაში. მისი მტკიცებით, ელჩი ამაზე პოროშენკოს ჯგუფთან ერთად მუშაობდა.
ასევე, ექსპრეზიდენტი ელჩს საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების საქმეზე უმოქმედობაშიც სდებს ბრალს და წერს: "ამის ფონზე ის ბედავს და მსგავს განცხადებებს აკეთებს".
"დღეს ის აგრესიული რიტორიკით დამესხა თავს იმის გამო, რომ ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. თურმე, ეს აზიანებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. [...]
დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს პროტესტის გამოხატვისა და "უკანონო" დემონსტრაციებისკენ. და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა 2 მაიდანი, რომელზეც უკრაინელმა ხალხმა გამოხატა თავისი პროტესტი გაყალბებულ არჩევნებზე?! ის ჩვეულებრივი საბჭოთა შემსრულებელია, რომელიც როგორღაც შეძვრა და პოსტმაიდანურ უკრაინელ მოხელეებში მოხვდა", — აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ელჩი უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მიაღწევს იმას, რომ "ასეთი ელჩები არც საქართველოს ჰყავდეს და არც უკრანას".
სააკაშვილი არამხოლოდ დოლგოვს, არამედ სხვა უკრაინელ დიპლომატებსაც ადანაშაულებს კორუმპირებულ ქმედებებში და აცხადებს, რომ ეს ხელს უწყობს მსოფლიოში უკრაინის პოზიციების შესუსტებას.
დღეს, 9 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა უკრაინის ელჩის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები დაუმორჩილებლობაზე არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.
"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.
ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს", — განაცხადა მან საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.
დოლგოვმა იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობას არ დააზიანებს.
8 თებერვალს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ დაუმორჩილებლობის აქცია არის "პირველი მერცხალი" იმისა, რაც აუცილებლად არის გასაკეთებელი ქეყანაში. მისი თქმით, მოსახლეობა არ დაემორჩილება შეზღუდვებს, ჯარიმებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ მმართველი გუნდის სასარგებლოდაა.
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
კომენტარები