Apple 2016-2017 წლების მაკბუქებს, რომლებიც აღარ იტენება, ელემენტებს გამოუცვლის
200
წაკითხვა
1
გაზიარება
თუ თქვენი MacBook Pro დატენვაზე უარს აცხადებს, მისი ელემენტის გამოცვლა უფასოდ შეგეძლებათ. Apple-მა ელემენტების გამოცვლის პროგრამა 2016 და 2017 წლის მაკბუქებისთვის გაუშვა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი განახლებები, macOS 11.2.1 და macOS Catalina 10.15.7 გამოუშვა, რომლებმაც ეს პრობლემა უნდა აღმოფხვრან, მაგრამ თუკი თქვენს შემთხვევაში ესეც არ იმუშავებს, მაშინ კომპანია ელემენტს უსასყიდლოდ შეგიცვლით.
Apple-ის თქმით, ეს პრობლემა მოხმარებელთა მცირე ნაწილს აწუხებს და ელემენტის სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი "Service Recommended"-ს აჩვენებს. ამის შემოწმება ელემენტის ხატულაზე დაკლიკვით შეგიძლიათ.
ეს ის სიაა, რომელ მოდელებსაც ეს პრობლემა შეეხო
- MacBook Pro (13-inch, 2016, ორი Thunderbolt 3 პორტი)
- MacBook Pro (13-inch, 2017, ორი Thunderbolt 3 პორტი)
- MacBook Pro (13-inch, 2016, ოთხი Thunderbolt 3 პორტი)
- MacBook Pro (13-inch, 2017, ოთხი Thunderbolt 3 პორტი)
- MacBook Pro (15-inch, 2016)
- MacBook Pro (15-inch, 2017)
ასეთი კამპანია ეფლისგან ადრეც გვინახავს. მაკის მომხმარებლები ასეთ პრობლემას 2018 წელსაც შეეჩეხნენ.
კომენტარები