უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს ელჩის, იგორ დოლგოვის მიმართ ემოციურსა და არაარგუმენტირებულს უწოდებს. უწყება აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადებები შესაძლოა შეფასდეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია.
"ასეთი განცხადებები შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ჩარევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში. უკრაინის სახელმწიფო არასდროს იქცეოდა ასე და არც სამომავლოდ ჩაერევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და კატეგორიულად წინააღმდეგია მსგავსი ქმედებების საერთაშორისო არენაზე.
უკრაინაში საქართველოს ელჩის, იგორ დოლგოვის მიმართ ბრალდებებს არ აქვს არანაირი მტკიცებულება, გარდა ბრალმდებელის ემოციებისა. უკრაინული დიპლომატია მათზე ყურადღებას არ გაფანტავს და გააგრძელებს ეფექტურ წინააღმდეგობას რუსულ ჰიბრიდულ აგრესიასთან, მსოფლიოს მობილიზებას უკრაინის მხარდასაჭერად, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეების უფლებების ეფექტურად დაცვას", — წერია მათ განცხადებაში.
რაც შეეხება სააკაშვილის მეორე ბრალდებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ელჩი არაფერს აკეთებს საქართველოში დაკავებული მეზღვაურების გასათავისუფლებლად, უწყებაში ამბობენ, რომ ეს სიცრუეა. მათი თქმით, უკრაინელი დიპლომატები არაერთხელ შეხვდნენ სპეციალური უწყების წარმომადგენლებს და ცდილობენ დაკავებულთა გათავისუფლებას, რადგან "უკრაინა არასდროს ტოვებს საკუთარ მოქალაქეებს ბედის ამარა".
ამავე განცხადებაში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ "ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ" და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს, სწრაფად და მიუკერძოებლად განიხილოს მათი მოქალაქეების გათავისუფლების საქმე.
8 თებერვალს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ დაუმორჩილებლობის აქცია არის "პირველი მერცხალი" იმისა, რაც აუცილებლად არის გასაკეთებელი ქეყანაში. მისი თქმით, მოსახლეობა არ დაემორჩილება შეზღუდვებს, ჯარიმებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ მმართველი გუნდის სასარგებლოდაა.
9 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მოწოდებები დაუმორჩილებლობაზე არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. ამავე დღეს, კრიტიკას სააკაშვილმა კრიტიკითვე უპასუხა და ელჩს "კორუმპირებულ", "სამარცხვინო" უწოდა. სააკაშვილის მტკიცებით, დოლგოვი უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პოროშენკომ ერთადერთ მიზნით "მის წინააღმდეგ" საბრძოლველად დანიშნა. მისივე თქმით, დოლგოვი აზიანებს უკრაინისა და საქართველოს იმიჯს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები