გეგუჩაძე პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის შესასრულებლად არ შეუშვეს — NGO-ები თალაკვაძისგან განმარტებას ითხოვენ
მთავარი არხის ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე საქართველოს პარლამენტში არ შეუშვეს. On.ge-ს გეგუჩაძემ განუცხადა, რომ როგორც ჟურნალისტი, კითხვის დასასმელად საკანონმდებლო ორგანოში აპირებდა შესვლას, თუმცა ამის უფლება არ მისცეს, რადგან აქტივისტია.
"მთელი ისტორია დაიწყო იმით, რომ წყალტუბოში ვიყავი რესპონდენტთან, რომელმაც ასეთი კითხვა დამაბარა: იცხოვრებდნენ თუ არა პარლამენტარები ერთი თვის განმავლობაში იმ კომპენსაციით, რომელიც ამ ხალხს აქვს. ეს თანხა არის 45 ლარი. რის გამოც, ამ კითხვის გადასაცემად გადავწყვიტე იქ შესვლა. პირველად რომ დავრეკე საშვზე, ერთმა ადამიანმა, რომელიც მგონი, არჩილ თალაკვაძის წარმომადგენელია, თავიდანვე მითხრა, არ შეგიშვებთ, აქტივისტი ხარ, რეებს წერო. რაღაც სიგიჟეები მელაპარაკა, ფლეშმობი რომ მოაწყო და ასე შემდეგო", — უთხრა გეგუჩაძემ On.ge-ს.
მისი თქმით, მეორედ პრესსამსახურის სხვა წარმომადგენელთან დარეკა და განუცხადეს, რომ თავად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და მას შემდეგ აცნობებდნენ პასუხს, როცა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან "გაარკვევდნენ".
"მერე დავურეკე სხვა ადამიანს, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი აზრით, უნდა შეგიშვათ, მაგრამ ჯერ გავარკვევო. ანუ ისინი ვერ მაძლევდნენ ამ პასუხს. შემდეგ კითხვები იყო ძალიან სასაცილო — ვინმეს ხომ არ გაეკიდები, რას აპირებ და სად იდგები, ფლეშმბობს ხომ არ მოაწყობ და სხვა. ბოლო კომუნიკაცია იყო ის, რომ თვითონ ვერ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას და არჩილ თალაკვაძეს უნდა ეთქვა პასუხი. უკვე შემდეგ მეორე დღეს არ დამირეკეს და მე რომ დავურეკე მითხრეს, ჯერ არჩილი არ მოსულაო. მეორედაც რომ დავურეკე — არჩილმა თქვა უარია და არ შემოგიშვებთო", — განაცხადა მან.
გეგუჩაძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პარლამენტში არ შეუშვეს, იყო კითხვა, რომლის დასმასაც აპირებდა. მისი განცხადებით, პარლამენტარებს ამაზე პასუხები არ აქვთ.
"ერთი ადამიანი ერთი კამერით ფიზიკურად ვერ მოვაწყობდი ვერანაირ ფლეშმობს. რამდენად უსუსურები არიან კარგად დამანახა ამ სიტუაციამ და რეალურად, ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემა ჰქონდათ მათ იმ კითხვასთან, რაც მე უნდა დამესვა, რადგან არა აქვთ პასუხი მასზე", — თქვა გეგუჩაძემ.
ჟურნალისტმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ ფლეშმობი მოაწყო, რის შესახებაც ინფორმაცია მოძრაობა სირცხვილიამ გაავრცელა.
On.ge დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახურსაც. იქ გვითხრეს, რომ პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილი რეგულაციების გამო, თითო მედიასაშუალებას შენობაში მხოლოდ 3 წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს. თუმცა უწყებაში დაადასტურეს და განაცხადეს, რომ გეგუჩაძე პარლამენტში იმიტომ არ დაუშვეს, რომ სამოქალაქო აქტივისტია.
"იყო ასეთი შემოთავაზებაც, რომ შეიძლებოდა ჩანაცვლებოდა მთავარი არხის საინფორმაციო ჯგუფს გეგუჩაძე, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ, მარიამი პარალელურ რეჟიმში არის სამოქალაქო აქტივისტიც, ასე ვთქვათ, შეიძლება ეს გარკვეული საპარლამენტო ღონისძიებებისთვის საფრთხისშემცველი ყოფილიყო. ჩვენი დეპარტამენტი ემსახურება უფრო მედია საშუალებებს ოპერატორებს, ჟურნალისტებს და არა სამოქალაქო აქტივისტებს ან სხვა ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული", — გვითხრეს პრესსამსახურში.
ჩვენს კითხვაზე მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება თავად პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მხოლოდ მათი დეპარტამენტის პოზიციიდან შეეძლოთ საუბარი, ამიტომ აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთეს.
მომხდარზე განცხადება მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამაც გაავრცელა და გადაწყვეტილება "დისკრიმინაციულად" შეაფასა. ის მოუწოდებს არჩილ თალაკვაძეს, რომ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეუშალოს.
აღნიშნულს გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. ორგანიზაციამ მოუწოდა არჩილ თალაკვაძეს განმარტოს, რატომ არ შეუშვეს მარიამ გეგუჩაძე პარლამენტში. მათი განცხადებით, თალაკვაძემ დაუყოვნებლივ უნდა შეუქმნას ჟურნალისტებს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები