საჭმელი არ გაგვაგზავნინეს, შეიძლება დისკოთეკაც მოგვთხოვონ მერეო — მეშახტე
ტყიბულის შახტის ერთ-ერთი დასაქმებული ამბობს, რომ კოლეგებთან, რომლებიც პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან, საჭმელი არ გააგზავნინეს.
"ვერ ვეკონტაქტებით ვერავის. შახტში არიან მეშახტეები, საჭმლის გაგზავნა გვინდოდა, გამზადებულია საჭმელი და უფლება არ მისცეს. დაავალეს დაცვას, არავითარი საჭმელი არ გააგზავნოთო. შეიძლება სხვა პირობებიც მოგვთხოვონ მერეო, დისკოთეკაო. ასეთი ცინიკური რაღაცები თქვეს", — აღნიშნავს ერთ-ერთი მეშახტე ჟურნალისტებთან.
საკვებთან დაკავშირებით საქნახშირის განცხადებაში წერია, რომ თანამშრომლებს სასადილოთი სარგებლობა არ ეზღუდებათ და სურვილის შემთხვევაში, საკვების მიღების შემდეგ, შეუძლიათ უკან დაბრუნდნენ.
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 9 მუშა პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი კომპანიის მხრიდან განახევრებული ხელფასების დარიცხვას აპროტესტებენ.
"არასწორი დაგეგმარება იყო. გეგმა მოგვცეს ძალიან ზედმეტი [გეგმა]. შემდეგ ეს გეგმა ვერ შევასრულეთ. გაზი იყო და ვერ შევდიოდით სამუშაო ადგილზე, გაგვაცდინა ამან", — ამბობს ერთ-ერთი მეშახტე.
პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, იანვარში დაგეგმილზე ნაკლები ქვანახშირის მოპოვების გამო, მეშახტეებს კომპანიამ ნაკლები ხელფასი დაუანგარიშა, რასაც დასაქმებულების პროტესტი მოჰყვა.
პროფკავშირში საქნახშირის ამ მიდგომას არასწორს უწოდებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის მხრიდან არ მომხდარა შეფასება, რამ გამოიწვია გეგმის არ შესრულება.
კომპანია საქნახშირში დასაქმებულების პროტესტს გაურკვეველს უწოდებენ. მათი მტკიცებით, N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით, შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ, რამაც, როგორც კომპანია ირწმუნება, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის შახტში დასაქმებულები ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებს ხშირად აპროტესტებენ. გასული წლის მარტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 5 მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები მოწამვლას ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები