ბერძენიშვილის განმარტებით, რესპუბლიკელების ინიციატივით ქართული ოცნება "სიტყვაზე დაიჭირეს"
რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მათ ქართული ოცნება "მახეში გააბეს". მისი თქმით, რესპუბლიკელების ინიციატივამ კანონპროექტის კენჭისყრისთვის 1 დღით შესვლის შესახებ გამოაჩინა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებდა ცვლილებების დარეგისტრირებას და ეს იდეა მხოლოდ ოპოზიციაზე გადასაბრალებლად წარადგინა.
"არ ვფიქრობ ახლა [რომ ქართული ოცნება დაარეგისტრირებს კანონპროექტს უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე]. მაგრამ მათ დააპირეს ასეთი მარტივი კომბინაცია ერთსვლიანი, რომ მოდი ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ იმდენად კონსტრუქციულები ვართ, რომ ჩვენ მზად ვართ, დაბალი ბარიერი და ბუნებრივი ბარიერით საკონსტიტუციო ცვლილებები გავახორციელოთ და შემდეგი არჩევნები ჩავატაროთ სრულად პროპორციული, მაგრამ ოპოზიცია არ შემოდის და ხმები არ გვყოფნის. მათ ეს რომ თქვეს, ჩენ მაშინვე ვუთხარით, ახ, ესე, გექნებათ ხმები, დაარეგისტირეთ. ჩვენ ამითი დავიჭირეთ.
იმავე საღამოს, როცა ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ ჩვენ დავიჭირეთ ისინი საკუთარ შეცდომაზე, როცა არ აპირებდნენ ამის დარეგისტრირებას და ამაზე კენჭისყრას და აპირებდნენ, დაებრალებინათ ეს ოპოზიიცისთვის, ჩვენ ვუთხარით რომ გექნებათ ხმები, მაგრამ მერე თქვეს, რომ ეს რა არის, ჯერ შემოდით და მერე ვიმსჯელოთ. შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ მომავლის კენჭისყრაში მონაწილეობას ვაპირებთ", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება აიძულეს, რომ დაარეგისტრირონ ეს ცვლილება, ხმას საკმარისი ოპოზიციონერი მისცემს,.
"მე დარწმუნებული ვარ, ვარაუდის კი არა მაქვს, იმედს კი არ გამოვთქვამ, დარწმუნებული ვარ, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ოპოზიციონერი დეპუტატი მისცემს ხმას ერთჯერადად, მომავლის კანონპროექტს", — განაცხადა მან.
10 თებერვალს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ უბარიერო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი დარეგისტრირდებოდა, ერთი დღით პარლამენტში შევიდოდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებდნენ. ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამას ბავშვური საქციელი უწოდა.
პასუხად სამნიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს სულ შანტაჟი არ გაუვა.
"ჯერ შემოდითო გვაშანტაჟებს, კანონპროექტი დადეთ ჯერ და ხმა გექნება-მეთქი და პასუხად მივიღეთ, რა დროს ეგაა პრობლემებია ქვეყანაშიო. გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! სულ შანტაჟი არ გაგივათ", — წერდა ის.
11 თებერვალს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პროპორციული კენჭისყრის მხარდასაჭერად საპარლამენტო მანდატის გამოყენების თემა უკვე "ამოიწურა", რადგან ქართული ოცნებაც კი არ წავიდა არანაირ კომპრომისზე.
"ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, ვადამდელი არჩევნებისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ. შესაბამისად ვფიქრობთ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით, ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ოცნებაც კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე", — განაცხადა მან.
ამავე თემაზე:
- პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის — ხუნდაძე რესპუბლიკელების ინიციატივაზე
- ეს არის ძალიან გაბედული და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია — იოსელიანი რესპუბლიკელების ინიციატივაზე
- გაუგებარია, ერთი მხრივ იყო ბოიკოტში და მეორე მხრივ, რამდენიმე დღით შეხვიდე პარლამენტში — ხაზარაძე სამნიძეზე
- მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისთვის, შესაძლოა, მოგვიწიოს ერთი კენჭისყრისთვის შესვლა — ახვლედიანი რესპუბლიკელების ინიციატივაზე
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები