"ვთხოვ ქართველ საზოგადოებას, დამიცვან" — რუსეთის მოქალაქე ექსტრადიციის მოლოდინში
რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრ ბანდიუკოვი ითხოვს, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან დაიცვან და ექსტრადიციის საფრთხის წინაშე არ დააყენონ. მის განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ბანდიუკოვი ამჟამად საავადმყოფოშია.
ბანდიუკოვი თავის მიმართვაში ყვება, რომ რუსეთიდან "პუტინის ბანდიტებს" 2018 წლის სექტემბერში გამოექცა და საქართველოში საერთაშორისო დაცვისთვის ჩამოვიდა. როგორც იგი ამბობს, ხელისუფლებამ მას მხოლოდ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა, რომელიც მიმდინარე წელის იანვარში უკანონოდ და დაუმსახურებლად ჩამოართვეს.
"მე წარმოვადგინე ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებდა ჩემ მიმართ დევნას რუსეთის ფედერაციაში, მთლიანად დავკარგე ჯანმრთელობა განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის სამარტოო საკანში ყოფნისას. ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ხელისუფლებამ, კერძოდ ინტერპოლმა, ამომშალა ძებნილთა სიიდან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თავხედური გაყალბების გამო. ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მე უკვე თავისუფალი ვიქნებოდი", — აცხადებს ბანდიუკოვი.
როგორც იგი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება აპირებს, რომ ის რუსეთს გადასცეს. ბანდიუკოვის თქმით, საფრთხის გამო მას საჩივარი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტშიც შეიტანა:
"მე არ მსურდა საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა, ეს გარემოებებმა მაიძულა. მე მიყვარს საქართველო! მიყვარს ქართველი ხალხი! მე მინდა აქ ცხოვრება! სამართლიანობის, სიკეთისა და კანონის სახელით ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით", — აცხადებს ბანდიუკოვი.
იუსტიციის სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის ბანდიუკოვის ექსტრადირების საკითხი არ მოსულა. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ სამინისტრო არ ერთვება პირისათვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურაში, ამასთან, იუსტიციის სამინისტრო საექსტრადიციო პროცედურებს არ წარმართავს ვიდრე პირს აქვს თავშესაფრის სტატუსი ან ცდილობს თავშესაფრის სტატუსის მოპოვებას ან/და ვიდრე შესაბამისი სასამართლოს მიერ არ არის გადაწყვეტილება გამოტანილი პირის ექსტრადიციის თაობაზე.
ბანდიუკოვის საქმე
EMC-ში ამბობენ, რომ 62 წლის ალექსანდრ ბანდიუკოვი რუსეთის მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა. მის წინააღმდეგ რუსეთში თაღლითობისა და ქრთამის ბრალდებით საქმე 2018 წელს აღიძრა. მან ცოლთან ერთად ქვეყანა დატოვა, რადგან პოლიციის მხრიდან ცემისა და სასტიკი მოპყრობის და დევნის მსხვერპლნი გახდნენ.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა, არ შეცვლილა და პირიქით გაუარესდა, ამის მიუხედავად კი ბანდიუკოვს სტატუსი შეუჩერეს. გარდა ამისა, EMC-ში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების გამო, ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 10 თებერვალს გულის მწვავე შეტევით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
EMC-ში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ბრალდებული პირების ექსტრადირებას ისე უშვებს, რომ არ სათანადოდ არ სწავლობს რუსეთის ციხეებში მდგომარეობას, ასევე საქმის ინდივიდუალურ გარემოებებსა და რისკებს. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას უკვე ექსტრადირებული პირების შესახებ.
"ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ რადიკალურად გადახედოს სისხლის სამართლის სფეროში რუსეთთან, ისევე როგორც მეზობელ არადემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობის პრაქტიკას და საკუთარი გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის პრინციპების განუხრელი დაცვისა და პატივისცემის მიდგომებს დააფუძნოს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები