მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდს სასამართლო დავა მოუგო
2019 წელს მედია სასექსის ჰერცოგინიის, მეგან მარკლის მამისადმი მიწერილმა წერილმა მოიცვა, რომელიც ბრიტანულმა ტაბლოიდმა, Mail on Sunday-მ გამოაქვეყნა. წერილი ჰერცოგინიამ მამას, ტომას მარკლს, 2018 წელს, ჰარისთან ქორწინების შემდეგ მისწერა. წერილის გასაჯაროების შემდეგ მეგანმა გამოცემას სასამართლოში უჩივლა.
ორი წლის შემდეგ დავა მეგან მარკლის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამარტივებული სამართალწარმოების წესით მიიღო, რადგან, მოსამართლის თქმით, განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტანის პერსპექტივა არ არსებობდა.
"მას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ წერილების შინაარსი დარჩებოდა კონფიდენციალური და ამის შესახებ სამყარო პრესის საშუალებით არ შეიტყობდა. მოპასუხის მიერ წერილის გამოქვეყნება მისი (მეგან მარკლის) პირადი ინფორმაციის არამართლზომიერად გამოყენების ფაქტს წარმოადგენს", — განმარტა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლემ.
"2 წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შემდეგ მადლობელი ვარ, რომ სასამართლომ Associated Newspapers-სა და The Mail on Sunday-ს არამართლზომიერი და დამამცირებელი პრაქტიკის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრა", — განაცხადა მეგან მარკლმა.
წერილის გასაჯაროებას 2019 წელს სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარიც გამოეხმაურა:
"სამწუხაროდ, ჩემი ცოლი ბრიტანული ტაბლოიდის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია. ესაა უმოწყალო კამპანია პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც არ ცნობს შედეგებს და რომელიც ბოლო წლის განმავლობაში გამძაფრდა, მაშინ როცა ის ორსულად იყო და მაშინაც, როცა ის ჩვენს ახალშობილზე ზრუნავდა."
პრინცმა ჰარიმ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვლილი დედა, პრინცესა დაიანაც გაიხსენა:
"ჩემი უდიდესი შიში ისტორიულად მეორდება. ერთხელ უკვე ვნახე, რა დაემართა ჩემს საყვარელ ადამიანს, რომელსაც აღარ ეპყრობოდნენ, როგორც პიროვნებას. მე დავკარგე დედა და ახლა ვუყურებ, როგორ აქცევენ ჩემს ცოლს მსხვერპლად იგივე გავლენიანი ძალები.
[დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ] ჭრილობა არ მოშუშებულა. მე, ამ ოჯახის წევრი, ამ როლის მატარებელი და ამ სამუშაოს შემსრულებელი, ყოველთვის, როდესაც ვხედავ კამერას, როდესაც მესმის მისი ჩხაკუნი, როდესაც ვხედავ ამ განათებას, წარსულში ვბრუნდები და დედა მახსენდება. ეს მისი გახსენების ყველაზე მტკივნეული გზაა."
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები