"პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამ ვითარებაში", — ასე შეაფასა გიგა ბოკერიამ თანაპარტიელების, გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის გადაწყვეტილება.

პარტიის ორმა ლიდერმა, თავმდჯომარე დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადეს, რომ მომდევნო ყრილობაზე თანამდებობაზე კენჭს აღარ იყრიან. მათი თქმით, კარგი იქნებოდა, იგივე გადაწყვეტილება ბოკერიასაც მიეღო. ბოკერიას თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. პარტიაში არ ადასტურებდნენ, რომ შესაძლოა, დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველო დატოვოს. თუმცა, ისინი ადასტურებდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში ცვლილებებზე დაიწყეს საუბარი.