"სიყვარულსა მალვა უნდა", ანუ რომანტიკული ურთიერთობის ნაკლები შესაძლებლობა გეი ადამიანებისთვის
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, რომ სიყვარულის აღნიშვნას კონკრეტული დღე არ სჭირდება. ისიც სიმართლეა, რომ ადამიანებს შეხსენებები გვჭირდება, რათა არ დავივიწყოთ ჯადოსნური შეგრძნებების გაზიარების აუცილებლობა.
თუ მარტოსული ხარ, ამ დღის მოსვლა კიდევ ერთხელ გაფიქრებს ცხოვრებაში რომანტიკული ამბების საჭიროებაზე. და თუ ჰეტერონორმატულ, ჰომოფობიურად განწყობილ საზოგადოებაში მცხოვრები ქვიარ ადამიანი ხარ, საფიქრალი ბევრად მეტია, ვიდრე მარტოობა. მსგავსი თარიღები ყველა ბარიერის შეხსენებაა, რომლის გადალახვასაც ცდილობ, ან არც. ქვიარ ადამიანისთვის ჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობები თითქმის შეუძლებლობის ზღვარზე გადის.
1. უსიყვარულო თინეიჯერობა
თინეიჯერული სიმსუბუქე, ამავდროულად რომანტიკული განწყობების გამძაფრება ქვიარ მოზარდისთვის თვითაღმოჩენების პროცესით და მასთან დაკავშირებული დაბნეულობით და შიშებით არის ჩანაცვლებული. გარემო კი არ გაძლევს მზა თარგს, რომელსაც გზამკვლევად გამოიყენებ. ბრმად უნდა შეტოპო იდენტობის ძიების გზაზე, რომელიც თუ წარმატებით გაიარე, კმაყოფილების სათავედ გექცევა, ან გარემო თვითაღმოჩენის შესაძლებლობას წაგართმევს. შენივე სქესის ადამიანის მოწონება ყველასთვის შეუმჩნეველი უნდა დარჩეს, ამიტომ ცდილობ საკუთარი თავისგან ყველაზე ნორმალური, შეუმჩნეველი ვერსია გამოძერწო. ეგ ნორმალურობის ჩარჩო კი გბოჭავს და შენში მიძინებული ფერადოვნების აღმოჩენის საშუალებას არ გაძლევს, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად გათავისუფლებას როგორღაც ახერხებ.
2. ფემინურების ადგილი აქ არ არის
მოზარდობის ძიებები ერთ დღეს გეი გაცნობის აპლიკაციებამდე მიგიყვანს — ყველაფერი Grindr-ის ინკოგნიტო ანგარიშით იწყება ხოლმე და ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ალბათ ეს არის — "ფემინური ხო არ ხარ?"
გაცნობის საიტების წესებით, ამ კითხვაზე სწორი რეაგირება უარყოფაა, რადგან ძირითადად "კაცურ კაცებს" ეძებენ. იგივე წესები გასწავლის შენი რეალური ხასიათის, არსის გაყალბებას, რათა სტანდარტი დააკმაყოფილო და საკუთარი თავის სიყვარულიც უკვალოდ ქრება. და მერე ბევრი ბრძოლა გიწევს, ვიდრე საკუთარ თავს ისეთს იზეიმებ, როგორიც არის.
ამ სტანდარტების გამო ჩემი მასკულინური და ფემინური ნიშნების მუდმივი ცვალებადობა საკმაოდ დიდხანს არაბუნებრივი მეჩვენებოდა, მაგრამ საკუთარი თავის შეყვარების იქეთ გზა არავის გვაქვს.
3. "გაბაზრებული ხარ?"
თუ სელებრითების გაპრიალებული ფოტოების ტყვეობას თავს დააღწევ და გეი გაცნობის საიტზე საკუთარ ფოტოს გაასაჯაროვებ, ყველა დიალოგი დაიწყება კითხვით — "გაბაზრებული ხარ?"
იცოდე, ეს განგაშის ზარია, ხშირად "გაბაზრებულებს" გაურბიან, აიგნორებენ. უამრავი ადამიანის დაბლოკილთა სიაში საპატიო ადგილი მიჭირავს, გეი ურთიერთობები ხომ მეტ მისტიკას და ნაკლებ სიცხადეს ითხოვს. სხვებს კი არა, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა აუხვიო თვალი. ამასთან ერთად, მისტიკა ხომ ძალიან რომანტიკულია, რა შეიძლება გინდოდეს მეტი?!
4. მალვით გაცვლილი მზერა
ერთმანეთს თვალს მალვით გავუსწორებთ და ამას სამუდამოდ დავივიწყებთ — გეი რომანტიკის კიდევ ერთი გაცხადება. რეალურ სივრცეში ურთიერთობის დაწყების შანსი კიდევ უფრო მცირეა, რადგან გარემო ნაღმია, რომლის განეიტრალებასაც გამბედაობა, საპირისპირო მხარის არანაკლები თავდადება და დროსა და სივრცეში დამთხვევა სჭირდება. ხშირად ნასროლი მზერა ადრესატამდე სწორად ვერც კი აღწევს.
და მაინც, თუ ყინული დაიძრა და როგორღაც შენი გარემოცვაც ჯანსაღად მოფიქრალი ადამიანებით არის სავსე, ყველაფერი ასეთი მარტივი ჯერ კიდევ არ არის, თუმცა მაინც არსებობს გზა, რომელიც ფრთხილი ნაბიჯების შემთხვევაში ჰარმონიის მოპოვებამდე მიდის.
5. იჩქარე, დრო არ ითმენს!
ადამიანთან კონტაქტის წლობით ნაგროვები სურვილი მუდმივი აჩქარების საფუძველია. ყველაფრის უცებ მოპოვების ჟინი — თითქმის უკონტროლო. მყარი, ჯანსაღი ურთიერთობისთვის საჭირო დეტალების გამოტოვებით აგებული კავშირი ნაკლულია და ყველა გამოტოვებული ეტაპის აღდგენაც არაა მარტივი.
ასე რომ, მუდამ ჩქარობ, რომ არ დაგიგვიანდეს, მუდამ ფხიზლობ, რომ შანსები ხელიდან არ გაუშვა და ხშირად ტოქსიკურ ნაბიჯებსაც კი დგამ, რათა ურთიერთობის შენარჩუნება შეძლო. მთავარია საკუთარ თავს მუდამ შეახსენო, რომ ბევრად ნელა, დაფიქრებით, ყოველი დეტალის გაანალიზებით უნდა იმოქმედო და ეცადო ურთიერთობის საუკეთესო ვერსია ააგო.
6. სიყვარულსა მალვა უნდა...
სწორი ურთიერთობა რომც გამოძერწო, გარკვეული საზღვრების დაცვა მაინც გიწევს, რათა გარე აგრესიას გვერდი აუარო. ამ ამბის სასიხარულო დეტალი ის მაინც არის, რომ ფეისბუქზე ერთი და იმავე წყვილების ანგარიშებს სახელით — დათო და გიორგი ვერასდროს შეხვდებით, ეგ ჰეტერო წყვილების მონაპოვარია.
საჯარო ფოტოებზე მიწერილი "საუკეთესო მეგობარი" და "მიყვარხარ ბრო" საზოგადოებისგან ნასროლი ქვის ასარიდებლად გაღებული მსხვერპლია. თავშეყრის ადგილებშიც სიყვარული ისეთი დეტალებით თუ გამჟღავნდება, რომელსაც ორი ადამიანის იქეთ ვერავინ გაიგებს.
7. ოჯახის როგორი შვილია?
შვილებად უფრო გვზრდიან, ვიდრე ინდივიდებად და მაგის გამო ოჯახი ყველაზე დიდი ბარიერია. პირად სურვილებს გვერდზე გადასწევ, რადგან სხვების სიმშვიდის დაკარგვად არ გიღირს. ბედნიერებას გადაავადებ, რადგან ოჯახი წმინდაა. არადა მაგ ოჯახის თანაბარი ნაწილი შენც ხარ, უბრალოდ საკუთარ თავს ემალები.
რადგან სახელმწიფო სათანადო ზრუნვას არ იჩენს და დაცვის ბერკეტებით ეფექტურად არ იყენებს და სოციუმიც აგრესიულად არის განწყობილი, შენი თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და იმაზე უნდა იზრუნო, რომ გარემოს პოზიტივით დამუხტვა შეძლო, შენთვის საჭირო ადამიანების გარემოცვა შემოიკრიბო. გაურკვევლობის, ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შიშიც უნდა გადალახო. იქამდე ნუ მოითმენ, სანამ ოჯახის განცდას საერთოდ არ დაკარგავ.
წლობით ატანილი წნეხის შედეგი კი მაინც ერთია — დრო გადის და საკუთარი თავის დანახვას უკეთ ვახერხებთ, რასაც მეტი ხილვადობა მოსდევს, განსხვავებული, ფერადოვანი სამყაროს თანასწორ წევრებად ფორმირებას ვახერხებთ, რადგან მეტი გამბედაობა გვეძლევა. პირადი სივრცის შემოსაზღვრას ვახერხებთ და და ამ სივრცეს პოზიტიური ცვლილებებით ვმუხტავთ.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები