სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის წარმომადგენელმა დაადასტურა, წერს BBC.

ორსული მეგანის ფოტო წყვილის ფოტოგრაფმაც გაავრცელა:

"მეგ, მე ვიყავი შენს ქორწილში და ამ სიყვარულის ისტორიის დასაწყისის მომსწრე გავხდი. ჩემთვის პატივია მისი გაფურჩქვნის ყურება და გადაღება. ვულოცავ სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ამ სასიხარულო ამბავს!"

ნოემბერში მეგანმა განაცხადა, რომ 2020 წლის ივლისში ორსულობა შეუწყდა.

"თითქმის შეუძლებელი იყო ამ გლოვის გაძლება. როცა ჩემი პირველი შვილი გავაჩინე, ვიცოდი, მეორეს დავკარგავდი", — დაწერა მაშინ მეგანმა The New York Times-სთვის.

წყვილი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, მათ 2020 წლის დასაწყისში ტიტულებზე უარი განაცხადეს და სამეფო ოჯახის დაფინანსებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს. მათი პირველი შვილი არჩი მაისში 2 წლის ხდება.

ფოტო: Samir Hussein