ამუშავდა ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც ბეჭდურ შეცდომებს გაპოვნინებთ
თუ ქართულ ტექსტებთან ხშირად გიწევთ ურთიერთობა — უცხო ენიდან თარგმნით, არედაქტირებთ, ოფიციალურ დოკუმენტებს ადგენთ ან სულაც პირად წერილებს გზავნით და არც ისე იშვიათად გაწუხებთ ის ფაქტი, რომ გულდასმით გადაკითხვის მიუხედავად, ბეჭდური შეცდომები მაინც გეპარებათ, მაშინ თქვენთვის განსაკუთრებული სიახლე გვაქვს.
spellchecker.ge ახალი ქართული ციფრული პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ტექსტში მცდარბეჭდილები, ბეჭდვისას დაშვებული მექანიკური შეცდომები მარტივად იპოვოს და მათ გასწორებაშიც დაეხმაროს.
მცდარ-ბეჭდილ-მძებნი მორფოლოგიური ანალიზატორია და ის ძალიან მარტივი პრინციპით მუშაობს: უცნობ სიტყვებს აწითლებს, მათზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი სავარაუდო სწორ ვერსიებს გთავაზობთ.
კონკრეტულად როგორ მუშაობს პლატფორმა? ამის შესახებ ინფორმაციას თავად ვებსაიტზე ამოიკითხავთ:
"მორფოლოგიური ანალიზატორი ჩვენ მიერ შექმნილ ქართული ენის კომპიუტერულ მოდელს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოდელი შეიცავს 91 000 არაზმნურ და 7 000 სიტყვის ზმნურ ფორმას და ამ პარადიგმების მიერ ნაწარმოები ფორმების საერთო რაოდენობა კი რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს (ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით), მოდელი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და მუდმივ განახლებას საჭიროებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ისეთ სიტყვას წააწყდით, რომელიც უნდა გაგვეწითლებინა და არ გავაწითლეთ, ანდა ისეთს, რომელიც არასწორად გავაწითლეთ და უცნობ სიტყვად მივიჩნიეთ".
ამ რესურსის გამოყენება ყველას სრულიად უფასოდ შეუძლია, სანაცვლოდ კი ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გამოიჩინოს კეთილი ნება და თავადაც მიიღოს ანალიზატორის დახვეწა / გაუმჯობესებაში მონაწილეობა. ამას კი სულ მარტივად, ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებითა და სავარაუდო სწორი ვარიანტების დამატებით მოახერხებთ.
მცდარ-ბეჭდილ-მძებნი ქართული ენის მოყვარულმა ენთუზიასტების ჯგუფმა შექმნა, რომლებიც თავიანთ თავს "მცდარბეჭდილის საძმოს" უწოდებენ (განმარტავენ, რომ ჯგუფის სახელწოდება უბრალოდ ჯ.რ.რ. ტოლკინის "ბეჭდის საძმოს" ალუზიაა და არანაირი ფორმით არ შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს). მათი სამომავლო მიზანია, რომ მორფოლოგიურის გარდა სემანტიკური და სინტაქსური ანალიზატორიც შექმნან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ფეისბუქჯგუფს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული მართლწერის შესამოწმებლად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ spell.on.ge-ზე.
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები