14 სცენა ცნობილი ფილმებიდან, რომელიც იმდენად შემზარავი იყო, რომ ამოჭრეს
ფილმების საბოლოო ვერსიებში, როგორც წესი, ბევრი შექმნილი/გადაღებული სცენა ვერ ხვდება. ამის მიზეზი არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში შემოქმედებით ჯგუფს გული სწყდება, რომ ეპიზოდი მაყურებლისთვის წარდგენილ ნამუშევარში ვერ მოხვდა.
ასეთ კატეგორიას ალბათ ნაკლებად მიეკუთვნებიან ამ სტატიაში წარმოდგენილი ეპიზოდები. მათი ნახვა იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ რეჟისორიც, პროდიუსერებიც და სცენარისტებიც ლამის ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ეს სცენა არაფრის დიდებით უნდა მისულიყო მაყურებლამდე.
გაფრთხილება: სტატიაში წარმოდგენილი კონტენტი შეიცავს გრაფიკულ სცენებს, რომელთა ნახვაც არაა რეკომენდებული არასრულწლოვანი და განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე მკითხველისათვის.
ამასთან, განსაკუთრებით მძაფრი სცენები მონიშნულია ძახილის ნიშნით (!).
1. პინოქიო — ჯეპეტო ვეშაპის მუცელში დამეგობრებული თევზის შეჭმას ფიქრობდა
დისნეის ძველ ფილმებში თევზები აშკარად სულ არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა, პინოქიოს შემთხვევაში შემქმნელები მიხვდნენ, რომ საკუთარი შინაური ცხოველის შეჭმა მეტისმეტია.
2. პეპლის ეფექტი — ევანი საკუთარ თავს იხრჩობდა (!)
ფილმის თავდაპირველ ვერსიაში ევანი დროში უკან ბრუნდება და საკუთარ თავს მანამ იხრჩობს, სანამ დედა დაბადებს. ამ დასასრულმა სატესტო აუდიტორიისგან იმდენად უარყოფითი რეაქცია დაიმსახურა, რომ შემქმნელებმა იგი ნაკლებად დრამატული ვერსიით შეცვალეს.
3. ის — პენივაისი ბავშვს ჭამდა
პენივაისის როლის შემსრულებელმა, ბილ სკარსგარდმა, განაცხადა, რომ ფილმში იყო ფლეშბექი 1600-იანი წლებიდან — სანამ პენივაისი პენივაისი გახდებოდა — და რადგან სცენაში მსახიობი კლოუნს არ ჰგავდა, ზედმეტად დამზაფრავი სანახავი გამოვიდა.
4. დედპული 2 — დედპული ახალშობილ ჰიტლერს კლავდა
ამოჭრილ სცენაში დედპული 1889 წელში ბრუნდება და ჩვილ ჰიტლერს კლავს. შემქმნელების თქმით, ახალშობილის მოკვლა "ზღვარს გადასვლა" იყო.
5. ბემბი — ბემბის დედის სიკვდილი
ბემბის სევდიანი განწყობა ისედაც არ აკლია, თუმცა თავდაპირველ ვერსიაში სცენა, სადაც ბემბის დედის თავში სროლის და სიკვდილის სცენა ჩანს, შემქმნელებმა გრაფიკული ძალადობის ამსახველად მიიჩნიეს და ამოჭრეს.
6. ტარზანი — ანიმაციის სისხლიანი დასაწყისი
ბემბის არ იყოს, ტარზანსაც არ აკლია სევდა დიდი დოზით, თუმცა, სხვა თუ არაფერი, ახლანდელ ვერსიაში მთავარი გმირის მშობლების ამბავს ზედმეტი ტირილის გარეშე ვიგლოვებთ. აი, თავდაპირველ ვერსიაში კი ასახული იყო, როგორ გლეჯდა შუაზე ტარზანის მამას ლეოპარდი, ამ დროს კი ფონად You'll Be In My Heart ისმოდა.
7. კივილი — ქეისის შეყვარებულის გაფატვრის სცენა (!)
საშინელებათა ჟანრის მიზანი სწორედაც რომ აუდიტორიის დაზაფვრაა, თუმცა, როგორც ჩანს, აქაც არსებობს საზღვრები. ერთ-ერთი გამხსნელი სცენა, სადაც ქეისის შეყვარებულს ფატრავენ, რეჟისორმა უეს კრეივენმა ამოჭრა, რათა ფილმს ასაკობრივი შეზღუდვა არ შეხებოდა.
8. ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი — ედი ღორისთავად იქცევა
ფილმში ედის ანიმაციური ღორის თავი აქვს, რომელიც, შესაძლოა, საშიშად არ გამოიყურებოდეს, თუმცა, მოგვიანებით, ცხოველის თავი მას აბაზანაში ბანაობისას ჩამოერეცხება, რაც, შემქმნელებმა შეუფერებელ სცენად მიიჩნიეს.
9. ლილო და სტიჩი — სტიჩი, ფაქტობრივად, კლავს ლილოს თევზს
სცენა, სადაც ლილოს და მის თევზს თოლიები ესხმიან თავს, ამ დროს სტიჩი დგას და იცინის, შემდეგ კი გოგო მშობლების საფლავის გვერდით კრძალავს მეგობარს, დისნეიმ საბავშვო ფილმისთვის შეუფერებლად მიიჩნია და ამოჭრა.
10. ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი — სხეულის დანაწევრება
მსხვერპლშეწირვისას გულის ამოგლეჯის შემდეგ სხეული ნაწევრდება და თავი ჰაერში გამოკიდებული რჩება. სცენა კვლავაც ასაკობრივი შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად ამოჭრეს.
11. მეფე ლომი — სკარი ნალას მასზე დაქორწინებას აიძულებს
"სხვა არჩევანი არ გაქვს, რაც მინდა, იმას ყოველთვის ვიღებ", — ეუბნება ამოჭრილ სცენაში სკარი ნალას, რომლის შემდეგაც ავისმომასწავებელ სიმღერას იწყებს. რეალურად, ფილმის საბოლოო ვერსიაშიც კი სიმბას მოსაძებნად ნალას წასვლის მიზეზი ესაა, თუმცა სცენა ანიმაციის შემქმნელებმა მაინც ამოიღეს.
12. ყბები — ზვიგენი ალექსს ჭამს (!)
ამ ფილმის ნახვა ზრდასრულის ზედამხედველობის გარეშე ისედაც იკრძალება, რადგან კინოსურათი გრაფიკული სცენების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, თუმცა, სპილბერგმა მაინც გადაწყვიტა, ზვიგენის წყალს ზემოთ ყოფნის სცენები ამოეღო.
13. განსხვავებული — ედვარდის თვალში დაჭრა (!)
წიგნის მიხედვით, რომელზეც ეს ცნობილი ბლოკბასტერი გადაიღეს, ინიციაციის დროს რეიტინგში მოწინავე ედვარდს ღამით თვალში ჭრიან. ეს სცენა თავდაპირველ ვერსიაშიც ჩანდა, თუმცა, იმის გამო, რომ ფანდომის დიდ ნაწილს მოზარდები შეადგენენ, ეპიზოდი, საბოლოოდ, ამოჭრეს.
14. ვილი ვონკა და შოკოლადის ფაბრიკა — გვირაბის სცენაში ქათამს თავს ჰკვეთენ
ბევრისთვის გაუგებარია, საერთოდ რატომ მოხვდა საბავშვო ფილმის თუნდაც თავდაპირველ ვარიანტში მსგავსი სცენა, თუმცა, რაც მთავარია, საბოლოოდ, პატარა მაყურებლებმა იგი ვერ იხილეს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები