მელია ენმ-ის ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს — სუბარი
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, თუ სასამართლო მელიას პატიმრობას შეუფარდებს, ის აპირებს ნაციონალურ მოძრაობაში ჩაიკეტოს და წინ სხვა ადამიანები აიფაროს. დეპუტატი ამტკიცებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის შეტანის და ამის ქართულ ოცნებაზე "გადაბრალების" გეგმა "ჩაუვარდა", ამიტომ პარტიამ "ახალი პროვოკაცია" დაგეგმა.
"ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, რასაც ღიად ამბობენ კიდევაც. პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს. ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ჩვენ, ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუმადგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს", — თქვა სუბარმა.
ჟურნალისტების კითხვას, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, სოზარ სუბარმა უპასუხა, რომ სასამართლოში არმისვლაზე პარტია ღიად საუბრობს. რაც შეეხება ოფისში ჩაკეტვას, სუბარის თქმით, ამაზე ინფორმაცია ენმ-ის წევრებისგან აქვთ. მისივე თქმით, დღევანდელი განცხადების მიზანი პრეენციაა და თუ ასე არ მოხდება, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს
დეპუტატის განცხადებითვე, ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას იმდენად "უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი" პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და "როგორც ყოველთვის, რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება".
"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართალდამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება", — თქვა სუბარმა.
დღეს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავს. პროკურატურამ საკანონმდებლო ორგანოს ენმ-ის ლიდერის დაკავებაზე ნებართვისთვის 12 თებერვალს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.
გენერალურ პროკურატურას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. იმუნიტეტის მოხსნის საკითხი კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა გირაოს თანხა გადაეხადა, რომელიც მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაეკისრა. ეს ვადა სწორედ 12 თებერვალს ამოიწურა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ამავე საქმეზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა პროკურატურამ 2019 წლის ივნისშიც მიმართა. მაშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პროკურატურას მისი დაკავების უფლება თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
2020 წლის 1 ნოემბერს არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა და განაცხადა რომ მას აღარ გაიკეთებდა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 ათას ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობად 70 ათასი ლარი შეეფარდა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები