13 რამ საშინელებათა ფილმებიდან, რაც უკვე ყელში ამოგვივიდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ვიღაცები ფიქრობენ, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმი და ორიგინალურობა ბალახს ერთად ვერ მოძოვს.
ამ მოსაზრებას ჟანრული კინოს მოყვარულები არ დაეთანხმებიან, რადგან კინოს ისტორიას მართლაც მრავალი საშიში ფილმი ახსოვს, რომელმაც მაყურებელზე წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა ისიც მართალია, რომ მეტწილად ამ ჟანრის ფილმები სცენარის განვითარების ერთი და იმავე სქემას მიჰყვება და ხშირად თავიდანვე შეგიძლია გამოიცნო, როგორ დასრულდება ყველაფერი.
დროა, ახლა სწორედ ის დეტალები გავიხსენოთ, რომლებიც საშიშ ისტორიებზე გადაღებულ ლამის ყველა ფილმში გვხდება და უკვე თავიც მოგვაბეზრეს მათმა შემქმნელებმა ამის გამო.
1. გავიგეთ, რომ მიტოვებული სახლები, ფსიქიატრიული დაწესებულებები, ბავშვთა თავშესაფრები და ტყის ხის ქოხები ავსულების, დემონებისა თუ სერიული მკვლელების საყვარელი საცხოვრებელია
2. და პერსონაჟებს რატომღაც არ ადარდებთ, თუ ასეთ ადგილას აღმოჩნდებიან: საკუთარი თვალითაც რომ იხილონ საზარელი მოჩვენებების ლაშქარი, მაინც იფიქრებენ, რომ ეს მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფია და მშვიდად ცხოვრებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მართლა წირვას არ გამოუყვანენ
3. როცა პერსონაჟს მოსაკლავად მისდევენ და ის გარბის, აუცილებლად ფეხი უნდა დაუცდეს და წაიქცეს, სადმე ჩავარდეს ან სულაც დაგორდეს
4. ბანაობა არასდროსაა უსაფრთხო: ფსიქოს შემდეგ სააბაზანო უამრავ ფილმში გამოიყენეს მკვლელობისთვის ზედგამოჭრილ ადგილად
5. დაძაბული მუსიკა იქ, სადაც არაფერი ხდება, მაგრამ რეჟისორს უბრალოდ მაყურებლის შეშინება უნდა
6. სარდაფში აუცილებლად ბნელა და ხშირად შუქიც არ ინთება. ასევე სანამ პერსონაჟი იქ გრძელი კიბით ჩავა, პროცესი უნდა გაიწალოს, რომ იქნებ ვინმემ ან რამემ რომელიმე საფეხურზე ხელი ჩაავლოს
7. მკვლელი თავად არასდროს კვდება: დიახ, შეიძლება ავტომატით ჩაცხრილო, დაწვა, მანქანით გადაუარო და ზღვაში დაახრჩო, მაგრამ არასდროს იცი, როდის აღსდგება და ხელახლა გამოგეცხადება
8. როცა რამდენიმეწევრიანი ჯგუფი ერთადაა, რატომღაც ვიღაც გადაწყვეტს, რომ აუცილებლად უნდა გაიყონ, რათა ყველა ცალ-ცალკე უფრო მარტივად მოიხელთოს ნებისმიერმა ავსულმა და ბოროტმა
9. მობილური ტელეფონები არ არსებობს ან თუ არსებობს, კავშირი არ აქვს ან ელემენტი დამჯდარია
10. პერსონაჟები თუ ძველ ნივთს — წიგნს, იარაღს, თილისმას, თამაშს — პოულობენ, რომელიც აფრთხილებს, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში თავს კოშმარი დაატყდებათ, ერთხელაც არავინ ცდის ამ რჩევის გათვალისწინებას
11. პოლიციელები ყველაზე გამოუსადეგარი ხალხია სამყაროში: ან მაშინ ჩნდებიან, როცა ისედაც ყველაფერი დამთავრებულია, ან კიდევ მალევე კვდებიან
12. გადამწყვეტ წამს მანქანა არასდროს იქოქება
13. თუ ერთი ჯგუფის ისტორიას გვიყვება ფილმი, ქერა გოგოს ან შავკანიან პერსონაჟს ყველაზე ნაკლებად უმართლებს ხოლმე, რადგან პირველები რატომღაც სწორედ ისინი იღუპებიან
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები