ენმ-ს ოფისთან, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში პოლიციის დანაყოფები შევიდა
ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარედ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეზოში პოლიციის სხვადასხვა დანაყოფები შევიდა. ტელეკომპანიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უწყებაში ათეულობით ავტომობილი, პოლიციის ავტობუსები და სამართალდამცავები შევიდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია, ეს არის მობილიზაცია ნიკა მელიას დასაპატიმრებლად, თუ ისევ "ყოველდღიური გადაადგილება". სწორედ ასე განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის ყოფნა ამ შენობაში მაშინ, როცა ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა, ამ ეტაპზე უწყებაში გაცილებით უფრო მეტი ძალოვანი იმყოფება
ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. On.ge ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას და გარკვევას, რას უკავშირდება პოლიციელების მობილიზება, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო სხდომის პარალელურად, თავდაპირველად ფორმულამ და შემდგომ სხვა ტელევიზიებმა გაავრცელეს კადრები, სადაც სამართალდამცავების გადაადგილება და ყვითელი ავტობუსები ჩანდა. სასამართლოში მელიას ადვოკატებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ეს ნიშნავდა, რომ პოლიცია მელიას დაკავებას აპირებდა, რაც წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიანიშნებდა. ეს ინფორმაცია პროკურორმა უარყო.
დღისით შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავების განსაკუთრებულ მობილიზებას უარყვეს. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ეს არის გასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა, სადაც თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ფარად დაუდგებიან მელიას და მისი დაკავების უფლებას არ მისცემენ, რადგან უკანონო გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან. ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან ერთად არიან შეკრებილები და მორიგეობას გეგმავენ.
- ჩვენ დავიცავთ ნიკას ფიზიკურად — დეკანოიძე
- ხელს მოიქნევენ? მიიღებენ პასუხს, უკანონო გადაწყვეტილებაზე დამორჩილებას არავინ აპირებს — უგულავა მელიას საქმეზე
- "ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ" — უგულავა სპეცრაზმის შესაძლო გამოჩენაზე
- მორიგეობას დავაწესებთ და ლიდერები აქ ვიქნებით — ნათელაშვილი მელიაზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
კომენტარები