ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირსა და ნატოს, ან კვდები — ლიეტუვის სეიმის კომიტეტის თავმჯდომარე
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთირეთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, საქართველოს აქვს 2 გზა — წავიდეს ან ბელარუსის, ან ლიეტუვის გზით, ლიეტუვის გზა კი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს ზრდის. თუმცა, მისი თქმით, ამას სჭირდება დაპირისპირებული ფლანგების ერთობლივი მუშაობა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა.
მისივე თქმით, როდესაც ისინი ნატოში წევრიანდებოდნენ, ლიეტუვაში მარჯვენა და მარცხენა ფლანგი ერთად მუშაობდა და არავინ დაუპატიმრებიათ. მანვე აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესოები წევრიანდებიან.
"თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ საუკეთესოები და ლიდერები, თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა დარტყმების მსხვერპლები საშინაო და საგარეო ფლანგზე.
თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ ნაწილებად დაგშლიან. ერთხელ უკვე გადაიტანეთ ომით. მართლა გინდათ შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მოგცემთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ და რადგან არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, გთხოვთ, ილაპარაკეთ ერთმანეთთან და შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა და დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მზად არიან, ჩაერთონ მედიაციაში, მაგრამ დიალოგში ქართულ ოცნებას სჭირდება პარტნიორი, რომელიც არ შეიძლება იყოს დაჭერილი.
"მე შევხვდი ნიკა მელიას და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს. და ვეტყვი ერთ რამეს. ჩვენ, ლიეტუველები საქართველოს კარგი მეგობრები ვართ, ჩვენ არასდროს მივატოვებთ საქართველოს, მიტ უმეტეს ყველაზე მძიმე საათები. მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი მედიაციის ძალისხმევა, მაგრამ დიალოგისთვის შენ გჭირდება პარტნიორი. პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაჭერილი", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს 2 გზა წავიდეს ლიეტუვის ან ბელარუსის გზის.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.
მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. 18 თებერვალს, დილით პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. მან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
პრემიერის გადადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღსრულების ღონისძიება გადადო.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები