კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატების ნაწილს ნდობა გამოუცხადეს. დანარჩენებს კი ხვალ, 21 თებერვალს მოუსმენენ.

კერძოდ, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც მოუსმინეს ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატებს და ნდობა გამოუცხადეს. გარდან ამისა, მათ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამაც განიხილეს.

ხოლო, ვროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე მოუსმინეს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს და მასაც ნდობა გამოუცხადეს.

ხვალ, 21 თებერვალს კომიტეტებზე მოუსმენენ განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვის, იუსტიციის, შს და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს.

ზეგ, 22 თებერვალს კი პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ფრაქცია ქართული ოცნება და ოპოზიციური ჯგუფები მოუსმენენ, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა და ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდს დაამტკიცებენ.