რას იტყოდით კამერაზე, რომელიც სახლში დაუპატიჟებელი სტუმრის შემოჭრის შემთხვევაში პოლიციაში რეკავს, ხოლო ცეცხლის გაჩენისას სახანძროში?

დიახ, ეს ნამდვილად საჭირო ტექნოლოგიაა, მაგრამ მეტის თქმაც შეგვიძლია, მას თქვენი ბავშვის მონიტორინგიც შეუძლია. კამერა სრულ სიბნელეშიც ყველაფერს ხედავს და თქვენთან საუბარიც შეუძლია.

ეს ყველაფერი კი იმის ხარჯზე, რომ კომპანია Ecobee-მა სახლის უსაფრთხოების კამერა განაახლა, რაც მონიტორინგის პროცესს ბევრად ამარტივებს. მონიტორინგის ახალი რეჟიმი, კამერის პარამეტრებს უფრო ფუნქციურს და მოქნილს ხდის. ახალი ფუნქციით ბავშვისთვის კამერით თვალის დევნება, ყოველთვის შეგეძლებათ. ასევე, კამერა მაქსიმალურად ზუსტია, რაც შემთხვევითი განგაშის ჩართვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო ამცირებს. რაც მთავარია, კამერა მაშინაც ხელმისაწვდომია, თუ პარალელურად სხვა აპლიკაციებსაც რთავთ.

სახლის მონიტორინგისთვის ჭკვიანი კამერის გამოყენება შეიძლება ახალი არ არის, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ტექნოლოგია აქამდე ასეთი დახვეწილი არასდროს ყოფილა.

მონიტორინგის ტრადიციული კამერები ცალკე ეკრანის გამოყოფას საჭიროებენ. თუმცა, სახლის უსაფრთხოების კამერებისთვის თქვენი ტელეფონი და აპლიკაცია გამოიყენება. Ecobee-ის ჭკვიანი კამერა, თქვენს სმარტფონთან მუდმივად დაკავშირებულია.

ჭკვიანი კამერის მეგობრები

კამრის დაკავშირება ამაზონის ალექსასთან, გუგლ ასისტენტთან და სხვა ჭკვიან მოწყობილობებთანაც შეგიძლიათ. მეტიც, ამ ახალ ჭკვიან კამერაში თავად ალექსაცაა ჩაშენებული, რაც კამერასთან დალაპარაკების საშუალებას გაძლევთ. მასთან ბევრ თემაზე საუბარი შეგიძლიათ, მათ შორის ამინდზეც.

ის ყველაფერს ხედავს და არა მარტო. . .

კომპანიაში ამბობენ, რომ ბავშვის მონიტორინგიდან, მთლიანად სახლის მონიტორინგზე გადართვა (და პირიქით) ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასე რომ, ის ნამდვილად ყველაფერს ხედავს, საჭიროების შემთხვევაში საგანგაშო სიგნალს გამოსცემს, რეკავს პოლიციაში და თუ მოიწყენთ, თქვენთანაც საუბრობს.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.